"ინსპექტირების დეპარტამენტმა საზოგადოებრივი კვების ობიექტებს იმაზე მეტი ვალდებულება დააკისრა, ვიდრე ეს რეკომენდაციებით იყო მოთხოვნილი" - "საია" კაფე-ბარებს ჯარიმების გასაჩივრებაში ეხმარება
პოლიტიკა - 14:27, 24 Jun, 2020     432

არასამთავრობო ორგანიზაცია "საია" შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ კაფე-ბარების დაჯარიმების ფაქტს ეხმაურება.


ორგანიზაციამ 12 კაფე-ბარის საქმე შეისწავლა და მათ ჯარიმების გასაჩივრებაში ეხმარება.

საი-ს განცხადებაში ნათქვამია, რომ სამართალდარღვევის ოქმების შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომ დარღვევად მიჩნეულ ქმედებას რიგ შემთხვევებში საერთოდ არ ჰქონია ადგილი, ზოგიერთ შემთხვევაში კი, ინსპექტირების დეპარტამენტმა საზოგადოებრივი კვების ობიექტებს იმაზე მეტი ვალდებულება დააკისრა, ვიდრე ეს რეკომენდაციებით იყო მოთხოვნილი.

"2020 წლის 15 ივნისს საზოგადოებისათვის რომ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა შეამოწმა სხვადასხვა კაფე-ბარი და პანდემიის პრევენციის მიზნით შემოღებული რეგულაციების დარღვევის საფუძვლით 16 მათგანი 10 000 ლარით დააჯარიმა. კაფე-ბარების შემოწმებისა და დაჯარიმების პრაქტიკა შემდგომ დღეებშიც გაგრძელდა. საია-მ შეისწავლა დაჯარიმებული 12 კაფე-ბარის საქმის მასალები და მათ დაკისრებული ჯარიმების გასაჩივრებაში ეხმარება. სამართალდარღვევის ოქმების შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომ დარღვევად მიჩნეულ ქმედებას რიგ შემთხვევებში საერთოდ არ ჰქონია ადგილი, ზოგიერთ შემთხვევაში კი, ინსპექტირების დეპარტამენტმა საზოგადოებრივი კვების ობიექტებს იმაზე მეტი ვალდებულება დააკისრა, ვიდრე ეს რეკომენდაციებით იყო მოთხოვნილი. ასევე, სამართალდარღვევის ოქმების ნაწილში აღნიშნულია მცირე მნიშვნელობის ტექნიკური გადაცდომები, რაზეც შესაბამის უწყებას შეეძლო დაჯარიმების ნაცვლად სიტყვიერი შენიშვნა გამოეყენებინა.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით არ არის მკვეთრად გამიჯნული სარეკომენდაციო ხასიათის და შესასრულებლად სავალდებულო მოთხოვნები. მსგავსი რეგულირება ადრესატებში გაურკვევლობას იწვევს. ამასთან, რიგ შემთხვევებში დებულებები, რომლებიც თავდაპირველად სარეკომენდაციო ხასიათის იყო, მოგვიანებით გახდა სავალდებულო. კაფე-ბარების და რესტორნების წარმომადგენლები საიასთან საუბარში აცხადებენ, რომ ცვლილებების განხორციელებასა და ობიექტების შემოწმებას შორის მცირე შუალედმა გაართულა ახალი მოთხოვნების დროული შესრულება. შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა არაერთ შემთხვევაში დარღვევად მიიჩნია კონკრეტული პროცედურის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტის წარუდგენლობა, მაშინ როდესაც შესაბამისი კანონქვემდებარე აქტით ასეთი დოკუმენტის არსებობა არ წარმოადგენდა სავალდებულო მოთხოვნას. საყურადღებოა ისიც, რომ რამდენიმე შემთხვევაში კვების ობიექტების ადმინისტრაციას ჰქონდა სურვილი მუშაობის განახლებამდე, ინსპექტირების დეპარტამენტს წინასწარ შეემოწმებინა მათი ობიექტი და შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში, მიეცათ შესაბამისი რჩევები მათ გამოსასწორებლად, ამ მიზნით მათ როგორც ელექტრონულად, ასევე სატელეფონო კომუნიკაციის გზით არაერთხელ მიმართეს ადმინისტრაციულ ორგანოს, თუმცა ინსპექტირების დეპარტამენტმა ეს თხოვნა არ გაითვალისწინა.

საია პანდემიის გავრცელების შესაჩერებლად კვების ობიექტებისათვის გარკვეული რეგულაციების დადგენას და მათ შესრულებას მნიშვნელოვნად მიიჩნევს, თუმცა, აღნიშნული რეგულაციები უნდა იყოს ცხადად გაწერილი და არ უნდა იძლეოდეს ფართო ინტერპრეტაციის შესაძლებლობას. საია მოუწოდეს ინსპექტირების დეპარტამენტს, ინსპექტირების განხორციელების პროცესში გამოიკვლიონ ყველა მნიშვნელოვანი გარემოება, რაც ობიექტის პასუხისმგებლობას გამორიცხავს და მცირე მნიშვნელობის ტექნიკური ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში, დაჯარიმების ნაცვლად, გამოიყენოს სიტყვიერი შენიშვნის მექანიზმი. ადმინისტრაციული სახდელის გამოყენების მთავარ მიზანს წარმოადგენს არა სუბიექტის დასჯა, არამედ პრევენციული ღონისძიებების განხორციელება, რათა შემდგომში თავიდან იქნას აცილებული მსგავსი გადაცდომა. აღნიშნული მიდგომა ობიექტებს შესაძლებლობას მისცემს მცირე მნიშვნელობის ტექნიკური ხარვეზები აღმოფხვრან ისე, რომ არ მოუწიოთ მაღალი ფინანსური სანქციის გადახდა, რაც შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, დაჯარიმებული ობიექტებისათვის მძიმე ტვირთს წარმოადგენს" - ნათქვამია განცხადებაში.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42