„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, კახა კუჭავას მიერ ევროპარლამენტის წევრებისთვის, გიორგი რურუას საკითხთან დაკავშირებული წერილ;ის გაგზავნას ეხმაურება.
ბოკერიას შეფასებით, ეს ნიშნავს იმას, რომ „პოლიტპატიმარ რურუას ციხეში ყოფნა ივანიშვილის გუნდის პირდაპირი დაკვეთაა“.
ბოკერიას თქმით, ეს წერილი მომავალში იმის მტკიცებულება იქნება, თუ როგორი კოორდინირებული პოლიტიკური დევნა მიმდინარეობდა რურუას მიმართ.
„ჩვენ ყველამ ვიხილეთ ადოკატების ბრიფინგი და ის სამარცხვინო წერილი, რომელიც მთავრობის პროპაგანდის ნაწილია, რომელსაც ხელს აწერს მმართველი გუნდის წარმომადგენელი ბატონი კუჭავა. ეს წერილი არის დასტური იმისი, რომ პოლიტიკური მოტივია და პირდაპირი დაკვეთაა ივანიშვილის გუნდისგან, რომ პოლიტპატიმარი რურუა იყოს ციხეში. ამ პოლიტიკურად ბრიყვებს გონიათ, რომ ასეთ დისკრედიტაციის კამპანიას თუ დაიწყებენ, ამით მიაღწევენ მიზანს. ამ დროს ასეთი დოკუმენტი ვისაც უვარდება ხელში ყველა ხვდება, რომ მთავრობას პოლიტიკური მოტივი აქვს. ეს წერილი მომავალში იქნება მტკიცებულება იმისი, როგორი კოორდინირებული პოლიტიკური დევნა იყო და როგორი პოლიტიკური პატიმარია გიორგი რურუა“, - განაცხადა გიგა ოკერიამ.
მასალის გამოყენების პირობები






