შეშფოთებული ვარ "ევროპული საქართველოს" წევრებს სურთ, საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდეს - არჩილ თალაკვაძე
პოლიტიკა - 13:27, 24 Jun, 2020     467

პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე "ევროპული საქართველოს" წევრების განცხადებებს პასუხობს.

არჩილ თალაკვაძე შეშფოთებას გამოთქვამს საპარლამენტო ოპოზიციის გადაწყვეტილების გამო და აცხადებს, რომ მათ სურთ საკონსტიტუციო ცვლილება ჩავარდეს, რაც მძიმე პოლიტიკური განცხადებაა.

„შეშფოთებული ვარ გუშინ „ევროპული საქართველოს" წარმომადგენლების მხრიდან გაკეთებული განცხადებებით, სადაც მათ თქვეს, რომ უნდათ და ელოდებიან, რომ ჩავარდეს არჩევნებთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილება. ეს არის იმაზე კიდევ უფრო მძიმე პოლიტიკური განცხადება და დამოკიდებულება, ვიდრე სხდომაში მონაწილეობის არ მიღება და მხარდაჭერისგან თავის შეკავება",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე „ევროპული საქართველოს" ლიდერებს განმარტებების დროულად გაკეთებისკენ მოუწოდებს.

„რატომ კეთდება მათი პოლიტიკური პარტიის მხრიდან განცხადებები, რომ მათ სურთ და ელოდებიან, როდის ჩავარდება ეს საარჩევნო ცვლილებები. თუ ამასთან დაკავშირებით არ გაკეთდება ადეკვატური პოლიტიკური შეფასებები და არ იქნება განმარტებული, არის თუ არა ეს პოლიტიკური პარტიის და ოპოზიციის ამ ჯგუფის - „ნაციონალური მოძრაობის" და „ევროპული საქართველოს" საერთო პოზიცია, ვინაიდან, ჩვენ სწორედ ამას ვეუბნებოდით საზოგადოებას, რომ ამ ადამიანებს, რეალურად, არ სურთ პროპორციულთან მიახლოებული სისტემა, არ სურთ დემოკრატიული, თავისუფალი არჩევნები, არამედ, მათი დღის წესრიგი არის დესტაბილიზაცია და ნორმალური პოლიტიკური პროცესის ბლოკირება",- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე შეფასებით, საზოგადოებას ჯერ კიდევ ჰქონდა იმედი, რომ აღნიშნული ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები მინიმალურ პასუხისმგებლობას გამოიჩენდნენ და დადებულ შეთანხმებას შეასრულებდნენ, თუმცა, სამწუხაროდ, ეს ასე არ ხდება და საზოგადოება ამის საპირისპირო ნაბიჯებს ხედავს.​






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42