როგორც ,,ნიუპოსტს“ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან აცნობეს, სერვისი საშუალებას მოგვცემს მიმდინარე დროის მომენტში მომხმარებელს მივაწოდოთ ბიუროში არსებული სერვისები, განახლებული ფასები, ფასდაკლებები და დანიშნულ ექსპერტიზაზე მიმდინარე გადასახდელი თანხა.
,,მომხმარებლის მხრიდან თანხის გადახდის მომენტში აისახება ელექტონული დოკუმენტბრუნვის პროგრამაში, რაც ბიუროს აძლევს პარტნიორი პროვაიდერების და გადამხდელის დეტალურ სტატისტიკას.
ელექტრონული გადახდის სისტემა ორი მეთოდით მუშაობს:
1. დოკუმენტის ნომერი -დამკვეთი, როდესაც ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში მიიღებს რეგისტრაციის ბარათს, მარჯვენა ზედა კუთხეში მითითებულია უნიკალური დოკუმენტის ნომერი, რომელიც ასევე ეგზავნება მომხმარებელს შეტყობინების სახით (განცხადებაში მითითებულ საკონტაკტო ნომერზე). მომსახურების გადახდისას აღნიშნული ნომრის მითითება ხდება დოკუმენტის ნომრის ველში, ამის შემდეგ საჭიროა გადამხდელმა მიუთითოს პირადი ნომერი, გადაამოწმოს ინფორმაცია (იგულისხმება დამნიშნავი და საექსპერტო მომსახურების ფასი) და გადაიხადოს მითითებული თანხა.
2. სერვისით გადახდა - ნებისმიერი დამკვეთი, რომელმაც წინასწარ იცის რა სახის მომსახურება სჭირდება, აირჩევს სერვისით გადახდის მეთოდს, სადაც გამოჩნდება სერვისების ჩამონათვალი, რომელსაც გააჩნია სტატიკური ტარიფები (არჩეული ტიპის და რაოდენობის შესაბამისად), ამის შემდეგ საჭიროა, როგორც პირველ შემთხვევაში, გადამხდელმა მიუთითოს პირადი ნომრი, გადაამოწმოს ინფორმაცია (იგულისხმება დამნიშნავი, არჩეული სერვისის ტიპი და რაოდენობა) და გადაიხადოს შესაბამისი თანხა.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ყოველთვის ზრუნავს მომხმარებელზე. სწორედ ამ მიზნით ახლო მომავალში გაეშვება ბიუროს ახალი ვებ. გვერდი, რომელზეც ბევრი ელექტრონული მომსახურების განხორციელება იქნება შესაძლებელი", - ნათქვამია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






