"ოცნების" წერილი ევროპარლამენტს - გიორგი რურუას ადვოკატებმა დოკუმენტი გააბათილეს
პოლიტიკა - 12:12, 24 Jun, 2020     986
"ქართული ოცნების" მიერ ევროპარლამენტარებისთვის გიორგი რურუას შესახებ გაგზავნილ წერილს რურუას ადვოკატები ეხმაურებიან.


ადვოკატების თქმით, წერილში საუბარია არ არსებულ დანაშაულებებზე 90-იან წლებში და წერილი მიზნად ვროპარლამენტარების შეცდომაში შეყვანას ისახავს.

"წერილში, რომელიც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახა კუჭავამ გაუგზავნა ევროპარლამენტის წევრებს, ვხვდებით არაერთ ტყუილს და საქართველოში ალბათაც მკვლელობა მომხდარა, ყველაფერი დაბრალდებულია ყოველგვარი საფუძვლის გარეშე გიორგი რურუაზე.ქართული ოცნება" წერილში მიუთითებს, რომ საქმეები მიმდინარეობდა, თუმცა "ნაციონალური მოძრაობის" დროს მოხდა მისი შეწყვეტა. ცხადია, ყველას კარგად მოეხსენება, რომ საუბარია 93-94 წლებზე, რის შემდეგაც დაახლოებით 10 წელი მოქალაქეთა კავშირი იყო ხელისუფლებაში. მას მერე წლების განმავლობაში "ოცნება" იყო ხელისუფლებაში და არც ერთხელ კითხვაც არ დასმულა გიორგი რურუასთან ამ საქმეებთან დაკავშირებით," - ამბობს ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი.

ადვოკატების თქმით, კუჭავას მიერ ევროპარლამენტარებისთვის გაგზავნილ წერილში "ოცნება" ყოველგვარი დამამტკიცებელი დოკუმენტების გარეშე მიუთითებს გიორგი რურუას ბრალეულობაზე და ამ ქმედებით "ქართული ოცნება" ცდილობს შეცდომაში შეიყვანოს ევროპარლამენტარები, რათა გაამართლოს მის მიერ 8 მარტის შეთანხმების შეუსრულებლობა გიორგი რურუას პატიმრობიდან გათავისუფლების ნაწილში.

"მე ხელთ მაქვს გამოძიების მოპოვებული ცნობა შსს-ს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტიდან, სადაც წერია, რომ აღნიშნულ დეპარტამენტში გიორგი რურუას სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემასთან დაკავშირებით არ მოიპოვება. ეს ნიშნავს, რომ რომ საქართველოს სახელმწიფო არ ფლობს ინფორმაციას არათუ მისი ნასამართლეობის, არამედ როდესმე მისი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემასთან დაკავშირებით.

ასეთ დროს და ასეთ შემთხვევაში, საქართველოს პარლამენტის "ქართული ოცნების" კოლექტიური წერილი ევროპარლამენტარებისადმი, თითქოსდა გიორგი რურუას რაღაც დანაშაულებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, წარმოადგენს მეტად უპასუხისმგებლო მოქმედებას ჩვენი ხელისუფლების მხრიდან. ეს არის პასკვილი, ცილისწამება საკუთარ მოქალაქეზე და რა თქმა უნდა, არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია", - ამბობს ადვოკატი შალვა შავგულიძე.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42