"ძალიან ხანგრძლივია ლობისტური ურთიერთდამოკიდებულება, რომელიც ნაცმოძრაობასა და დასავლელ პოლიტიკოსებს შორის არის ჩამოყალიბებული" - ირაკლი კობახიძე
პოლიტიკა - 10:03, 24 Jun, 2020     444

უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ "ქართულ ოცნებას" დასავლეთის დიდი მხარდამჭერა აქვს, ხოლო " ნაციონალურ მოძრაობას რამდენიმე ლობისტური ჯგუფი უჭერს მხარს.

„რადიკალურ ოპოზიციას საკმაოდ ხანგრძლივი გამოცდილება აქვს საერთაშორისო არენაზე მუშაობის, თან კონკურენტიც არ ჰყავდა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, ოპოზიცია იყო საკმაოდ სუსტი წლების მანძილზე, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი არ გამოჩნდა ქართულ პოლიტიკაში. აქედან გამომდინარე, მათ უკონკურენტო გარემოში მოახერხეს გარკვეული მჭიდრო კავშირების ჩამოყალიბება, თუმცა ეს კავშირები არის ძალიან შესუსტებული", - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის" ეთერში პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ამ პოლიტიკური ჯგუფების საგარეო რესურსის შემცირების ფონზე, „ქართულ ოცნებას" აქვს ძალიან ძლიერი მხარდაჭერა საერთაშორისო არენაზე.

„მათ დღეს ჰყავთ რამდენიმე ლობისტი ევროპარლამენტარების სახით და ყავთ რამდენიმე, და რამდენიმეც აღარ შეიძლება უკვე ითქვას, ლობისტი ამერიკის შეერთებულ შტატების კონგრესში და სენატში. ამით ამოიწურება მთლიანად მათი საგარეო რესურსი. შესაბამისად, დღეს ვითარება არის ისეთი, რომ „ქართულ ოცნებას" აქვს ძალიან ძლიერი მხარდაჭერა საერთაშორისო არენაზე. ანუ ერთ მხარეს დგას ცალკეული პოლიტიკოსების ცალკეული განცხადებები დასავლეთში და მეორე მხარეს დგას ქართული სახელმწიფოს და საქართველოს ხელისუფლების ძალიან მყარი მხარდაჭერა, რაც, მათ შორის, გამოხატულია ყველა ინსტიტუტის ძალიან ხმამაღალ განცხადებებში, დოკუმენტებში, ამერიკის შეერთებულ შტატებში განიხილება საქართველოს მხარდამჭერი აქტი, არაერთი რეზოლუციაა მიღებული და სხვა", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საგარეო არენაზე საქართველოს ხელისუფლებას აქვს უპირატესობა და ეს განსაკუთრებით მკაფიოდ გაჟღერდა მაგალითად, კელი დეგნანის განცხადებაში, მანამდე რიკერის განცხადებაში, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ უპრეცედენტოდ მჭიდროა დღეს ურთიერთობა და თანამშრომლობა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის.

„შესაბამისად, ბუნებრივია ისინი ვერ დაიმშვიდებენ თავს ცალკეული რამდენიმე დასავლელი პოლიტიკოსის განცხადებით. რა თქმა უნდა, ჩვენ თითოეულ ამ პოლიტიკოსს პატივს ვცემთ, მაგრამ მეორე მხრივ კი გვახსენდება ისიც, რომ ძალიან ხანგრძლივია ეს ლობისტური ურთიერთდამოკიდებულება, რომელიც ნაცმოძრაობასა და ამ დასავლელ პოლიტიკოსებს შორის არის ჩამოყალიბებული. რა თქმა უნდა. ლობიზმს აქვს თავისი სივრცე და ამასაც პატივი უნდა ვცეთ, მაგრამ, საბოლოო ჯამში, სიმართლე ძალიან მკაფიოდ ფიქსირდება ინსტიტუტების განცხადებებში და დოკუმენტებში", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.​






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42