ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი საქართველოს პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მეორე მოსმენაზე მხარდაჭერას გამოეხმაურა.
კინზინგერმა აღნიშნა, რომ სრულად უნდა განხორციელდეს 8 მარტის შეთანხმება.
"დღეს სიახლე მივიღე, რომ ცვლილებები მეორე მოსმენით გავიდა. როგორც მივხვდი, მხოლოდ ქართულმა ოცნებამ მისცა ხმა. მინდა, მივულოცო ყველას ვინც მისცა ხმა, ეს პოზიტიური ნაბიჯია, ვიცი, რომ ჯერ კიდევ გარკვეული გზაა გასავლელი. ჩემი მოწოდებაა სრულად განხორციელდეს 8 მარტის შეთანხმება და ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია ამის სრულად მიღწევა.
მე არ დავიწყებ განხილვას, ვინ არის მართალი და მტყუანი, კიდევ რა უნდა გაკეთდეს - ეს არ არის ჩვენი საქმე. ჩვენი საქმეა გავაგრძელოთ ორივე მხარის წახალისება, რომ იმუშაონ ერთობლივად და ამას ვაკეთებ ახლა". - თქვა კინზინგერმა.
კონგრესმენის თქმით, ის არ აპირებს შევიდეს 8 მარტის შეთანხმების დეტალებში.
"მთავრობამ, ოპოზიციამ, აშშ-ს საელჩომ იციან ამის დეტალები. ეს არ არის ჩემი პოზიცია. აშშ-ს საელჩომ თქვა, რომ არ შევლენ დეტალებში. ჩვენ უბრალოდ ყველას მოვუწოდებთ ამის [შესრულებისკენ]... რაც შეეხება პარლამენტში გასვლას, ეს კარგი რამაა. ვიცი, რომ ევროპულმა საქართველომ მიიღო მონაწილება პირველ მოსმენაზე, მეორეზე არა. კიდევ იქნება მესამე და დრო, რათა ეს განხორციელდეს. ვიმედოვნებ, ყველა გადაწყვეტილებაზე, რაც მიიღება მთავრობისა და ოპოზიციის მიერ, ყველა ვერ იქნება ბედნიერი, ყველა ოდნავ გაბრაზებული იქნება, თუმცა შეგვიძლია ამით წინ წავიდეთ," - აღნიშნა კონგრესმენმა და საქართველოს პროცესში წინსვლა მიულოცა.
მასალის გამოყენების პირობები






