„საქართველოს რკინიგზა“ განცხადებას ავრცელებს
საზოგადოება - 17:12, 13 Nov, 2013     1923

„საქართველოს რკინიგზა“ რკინიგზელთა ახალ პროფკავშირებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „ნიუპოსტი“ აღნიშნულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"მიმდინარე წელს, თანამშრომელთა მოთხოვნების გათვალისწინებით, გაიზარდა ღამის, დასვენებისა და სადღესასწაულო დღეებში ნამუშევარი დროის ანაზღაურება, რაც 3500-ზე მეტ თანამშრომელზე გავრცელდა. მიმდინარეობს მუშაობა სახელფასო ბადეზე. აღნიშნული პროექტების ფარგლებში მოხდა ძირითად პროფესიებზე ხელფასის მატება. ბოლო კალენდარული წლის განმავლობაშიშრომის ანაზღაურება გაიზარდა 30 მილიონი ლარით და სახელფასო სარგო გაეზარდა დასაქმებულთა 80%.
უკვე არსებულ ჯანმრთელობის სადაზღვევო პაკეტთან ერთად, ამოქმედდა კრიტიკული დაავადებების (კარდიოქირურგია, ონკოლოგია) დაფინანსების პროგრამა. ამ პროგრამით მსგავსი შემთხვევების დადგომისას, კომპანია რკინიგზელებსა და მათ ოჯახის წევრებზე გასცემს 6000 ლარამდე ფულად დახმარებას. დღეისათვის ასეთიდახმარებით ისარგებლა 50-ზე მეტმა თანამშრომელმადა გაცემულია 300 000 ლარზე მეტი.
გავითვალისწინეთ რა მზარდი მოთხოვნაუმაღლეს განათლებაზე, ხაშურსა და სამტრედიის სასწავლო ცენტრებში ვახორციელებთ აბიტურიენტთა უფასო სწავლებას უნარჩვევებსა და უცხო ენებში.
ამოქმედდა რკინიგზელთა შვილების წახალისების პროგრამა-თითოეულ წარჩინებით სკოლადამთავრებულს გადაეცემა ჯილდო 500 ლარის ოდენობით.
მოქმედებს პროფესიული განათლების უწყვეტობის წამახალისებელი პროექტი - რკინიგზის თანამშრომლებსუფინანსდებათ მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში სწავლების საფასური, როგორც საქართველოს, ასევე უცხოეთის წამყვან უნივერსტეტებში.
ლოიალურობის პროგრამით საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით 200 ლარიანი, ბავშვის დაბადებისას 500-ლარიანი, ხოლო პირველ კლასში წასვლისას 50 ლარიანი ფულადი დახმარება გაიცემა. შვებულებაში და პირველად პენსიაზე გასვლისას გაიცემა დანამატები შრომითი სტაჟის მიხედვით. ასევე გაიცემა ყოველთვიური დახმარება ვეტერან რკინიგზელებზე 2500 ლარის ოდენობით.
მიმდინარეობს სტრუქტურულ ერთეულებში შრომის პირობების (სანკვანძები, საშხაპეები) მოწესრიგების პროცესი. კომპანია მუშაობს არსებული სამუშაო იარაღებისა და სპეც.ტანსაცმელის უფრო ხარისხიანით ჩანაცვლებაზე.
საქართველოს რკინიგზა მომავალშიც გეგმავს გააგრძელოს მუშაობა სოციალური, შრომის ანაზღაურებისა და სამუშაო პირობების გასაუმჯობესებლად. ამ მიზნების მისაღწევად უაღრესად მნიშვნელოვანია ინტენსიური დიალოგი საიმედო სოციალურ პარტნიორთან, ასეთად პროფკავშირულ ორგანიზაციასთან ურთიერთობა გვესახება.
საქართველოს რკინიგზის მენეჯმენტი სისტემატურ დიალოგს აწარმოებდა ორივე, დღეისათვის დარეგისტრირებულ პროფკავშირთან, აქტიური განხილვების შედეგად მათ გადაეცათ კოლექტიური ხელშეკრულების პროექტები, სადაც კანონმდებლობის მოთხოვნებიდან და დღევანდელი რეალობიდან გამომდიანრე მაქსიმალურად იქნა გათვალისწინებული თანამშრომელთა ინტერესები. თუმცა, რკინიგზელთა ახალმა პროფკავშირმა რადიკალური მოთხოვნების დაყენებით ჩიხში შეიყვანა მოლაპარაკების პროცესი, კერძოდ:
- მათ მიერ არ იქნა განხილული შეთავაზებული პროექტი წლიური შედეგების მიხედვით თანამშრომელთა პრემირების შესახებ;
- უარყოფილ იქნა ზედმეტად ნამუშევარი საათების დასვენების დღეებით ჩანაცვლების შეთავაზება - აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნული სრულ თანხვედრაშია ახალი შრომის კოდექსის მოთხოვნებთან;
-რაც შეეხება თანრიგების დაწესებას, ასევე სტაჟისა და დამსახურების მიხედვით თანამშრომელთა ანაზღაურებას, რკინიგზის ახალი პროფკავშირებისათვის ცნობილია, რომ აღნიშნული კომპლექსურად განიხილება ახალი სახელფასო ბადის დაწესების ფარგლებში.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, რკინიზელთა ახალი პროფკავშირების ქმედება კომპანიის მიერ აღქმულია, როგორც გარედან კონტროლირებადი, მიმართული ცალკეული ლიდერების პირადი ინტერესების დასაკმაყოფილებლად და ცოტა აქვს საერთო რკინიგზის თანამშრომელთა ინტერესების დაცვასთან.
მსგავსი დექსტრუქციული ქმედებები საფრთხეს უქმნიან რკინიგზის იმიჯს და მზარდი ტვირთნაკადის პირობებში უარყოფითად მოქმედებენ სატრანსპორტო დერეფნის საიმედოობის აღქმაზე.
"საქართველოს რკინიგზა" გამოთქვამს მზადყოფნას, კვლავაც გააგრძელოს მოლაპარაკებები ნებისმიერ მხარესთან, მათგან ყოველგვარი წინაპირობების წამოყენების გარეშე", - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42