პოლიტიკა ჩვენთვის პასუხისმგებლობის სფეროა - ბადრი ჯაფარიძე
პოლიტიკა - 17:20, 23 Jun, 2020     440

„უშუალოდ ვხვდები, ვუსმენ ადამიანებს და ვგრძნობ, რომ საქართველოს მოქალაქეები ყველაზე მეტად სახელისუფლებო და პოლიტიკურმა ტყუილებმა დააზიანეს.“

„თქვენს გვერდით ვდგავარ და აუცილებლად დაგიბრუნებთ იმ რწმენას, რომელიც სხვადასხვა ხელისუფლების დროს დაკარგეთ,“- ამ სიტყვებით „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ ზესტაფონში ოფისის გახსნისას ადგილობრივ მოსახლეობას მიმართა.

„ორი დღეა, ჭიათურაში და ზესტაფონში ვხვდები ადამიანებს და ვგრძნობ, რომ საქართველოს მოქალაქეები ყველაზე მეტად სახელისუფლებო და პოლიტიკურმა ტყუილმა დააზიანა. აქ ვდგავარ თქვენს გვერდით, რომ დაგიბრუნოთ რწმენა და გითხრათ, რომ რასაც დაგპირდებით, აუცილებლად გავაკეთებთ. სიტყვას აქვს ძალა და სიტყვას აქვს ფასი, რომელსაც შესრულება უნდა. ამას ვაკეთებ მთელი ცხოვრება მამუკა ხაზარაძესთან ერთად და ამას დავნერგავთ ქართულ პოლიტიკაში,“-განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი ზესტაფონში ადგილობრივებს პარტიის შექმნის მიზანზეც ესაუბრა. მისი თქმით, „ლელოს“ მთავარი ამოცანაა, ადამიანებს იმედი დაუბრუნდეთ და პოლიტიკისადმი ნდობა გაეზარდოთ.

„ლელოს“ შექმნის მიზანია, ადამიანებს დავუბრუნოთ იმედი, ხვალინდელი დღის რწმენა და დავამტკიცოთ, რომ პოლიტიკა ტყუილების ფრქვევა არ არის, რასაც დღემდე ვხედავთ. პოლიტიკა უნდა იყოს საპასუხისმგებლო სფერო, როდესაც ადამიანები თავის ქვეყანას ემსახურებიან და არა პირად ინტერესებს,“-აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.

„ლელოს“ ლიდერმა იმედი გამოთქვა, რომ მოსახლეობასთან ერთად ქვეყანას უკეთესობისკენ შეცვლის.

„ჩვენ გვინდა, რომ თქვენთან ერთად შევცვალოთ ეს ქვეყანა უკეთესობისკენ, რათა თითოეული თქვენგანი გრძნობდეს, რომ ქვეყანაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. ჩვენ დავიწყეთ მშენებლობა რწმენისა და იმედის. დარწმუნებული ვარ, მომავალი აუცილებლად უკეთესი იქნება და თქვენ თვითონ დარწმუნდებით, რომ თქვენში დევს უდიდესი ძალა ცვლილებების და ახალი დღის წესრიგის შექმნის. ჩვენ ერთად შეგვიძლია ამ ქვეყნის შეცვლა,“- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42