ამბობს, რომ ელისაშვილს უნდა ესმოდეს, რომ რაც არ უნდა ბევრი ილაპარაკოს "ქართული ოცნების" მავნებლობაზე, როგორც კი ოპოზიციის ლანძღვას იწყებს, მედიის ინტერესი სწორედ ეს ხდება, რადგნ ის ოპოზიციის წარმომადგენელია.
"არ მესმის, დღეს რომ პრინციპულ მიუღებლობაზე საუბრობს თუნდაც "ევროპული საქართველოს" მიმართ, ორი ადგილით პრინციპულად მისაღები ვიქნებოდით? ძალიან ვწუხვარ, რომ მისი საუბრის 2/3 ოპოზიციის ლანძღვას ეძღვნება. არ ვურჩევდი ამას.
ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად არარაციონალურად იქცევა და დათვურ სამსახურს უწევს "ქართულ ოცნებას". იმედი მაქვს, ეს შეგნებულად არ კეთდება. ეს მის სინდისზე იყოს, მისი არჩევანი არაფრით არ განსხვავდება ჩვეულებრივი ვაჭრობისგან. ღმერთმა ხელი მოუმართოს. დანარჩენი, მასზე საუბარს არ ვაპირებ, ისევე როგორც არ ვთვლი საჭიროდ ოპოზიციისერთმანეთში ზედმეტ კინკლაობას. საწყენია, რომ საკუთარ ცხვირზე შორს ვერ იყურება ეს ადამიანი", - ამბობს უგულავა.
წყარო: მთავარი არხი
მასალის გამოყენების პირობები






