"რაც შეეხება ერთობლივ განცხადებას, რომელიც ეხებოდა მართლმსაჯულებაში ჩაურევლობას, ამის გაყიდვა, ე.წ. პოლიტპატიმრის გათავისუფლების პირობად, არის მხოლოდ პიარკამპანია, რომელიც დაიგეგმა ერთი კონკრეტული პარტიის ოფისში. თუ ვინმე ამბობს, რომ არჩილ თალაკვაძემ და ირაკლი კობახიძემ იმ შეხვედრაზე, რომელიმეზე, არათუ ბოლოზე, თავი დააქნიეს მაინც ან პირობა დადეს, რომ ვინმეს გაათავისუფლებენ, არის ტყუილი"- თქვა მამუკა მდინარაძმ.
ირაკლი კობახიძის თქმით კი ოპოზიცია საბაბს ეძებს, რომ ელჩების წინააღმდეგ დადებული პირობა არ შეასრულოს.
"არავითარი შეხება არ აქვს 8 მარტის შეთანხმებასთან პატიმრის გათავისუფლებას, მით უფრო, როცა საუბარია წინასწარ პატიმრობაზე, არის ერთადერთი სასამართლოს ფუნქცია. სასამართლოს ვერავინ განუსაზღვრავს პოლიტიკური შეთანხმებით, ვინ უნდა დატოვოს და ვინ არა პატიმრობაში"- თქვა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ.
მასალის გამოყენების პირობები






