მისივე თქმით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მესამე კენჭისყრაზე მონაწილეობას მიიღებს, თუ გიორგი რურუა იქნება გათავისუფლებული
„ჩვენ შემდეგ კენჭისყრაში მივიღებთ მონაწილეობას, თუ შეთანხმება შესრულდება მთლიანად და გიორგი რურუა გათავისუფლებული იქნება. თუ კონსტიტუციის მიღებაში ყველა პარტია მიიღებს მონაწილეობას მას მეტი პოლიტიკური წონა, ძალა ექნება.
შეუძლებელია საარჩევნო პროცესში და თუნდაც ამ ახალი კონსტიტუციის მიღებაში მონაწილეობა, მაშინ, როდესაც ქვეყანაში პოლიტპატიმრები არიან.
როგორც ხედავთ მივდივართ უკვე ფინიშამდე. დარჩენილია ერთი, ბოლო, ნაბიჯი და იმედს ვიქონიებთ, რომ ხელისუფლებას ეყოფა კეთილგონიერება შეაფასებს ის როლს და წონა, რასაც კონსტიტუციის კონსესუსით მიღება ჰქვია.
ხვალ გიორგი რურუას სასამართლო პროცესია, მესამე მოსმენამდე რამდენიმე დღეა დარჩენილი, ვიომედოვნებთ პოლიტპატიმარი საპატიმროს დატოვებს, კონსტიტუცია კი სრული კონკსესუსით იქნება მიღებული.“
მასალის გამოყენების პირობები






