"ზესტაფონში ბიძინა ივანიშვილი და მისი მაფიოზური კლანია გამაგრებული, რასაც ოქტომბერში დავასრულებთ" - მამუკა ხაზარაძე
პოლიტიკა - 14:59, 23 Jun, 2020     428

"საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს" კვლევას, რომლის თანახმადაც, საზოგადოების 47% მიიჩნევს, რომ სასამართლო სისტემაში გავლენიანი ჯგუფი (კლანი) არსებობს, „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე ეხმაურება.

როგორც „ლელოს“ ლიდერი აღნიშნავს, კვლევის შედეგები მისთვის და საქართველოს მოსახლეობისთვის უცხო არ არის. ყველასთვის ნათელია, რომ ძალოვანი სტრუქტურები და სასამართლო ემსახურება „ქართულ ოცნებასა" და ბიძინა ივანიშვილს.

„სამწუხაროდ, ეს არ არის ახალი ამბავი, რადგან ყველამ ვიცით, რომ ბიძინა ივანიშვილმა საქართველო ჩაიდო ჯიბეში. არამარტო სასამართლოსა და პროკურატურის, არამედ მსხვილი ბიზნესის დაქვემდებარებასაც ცდილობს.

ჩვენი ამოცანაა, ეს ქვეყანა მათგან გავათავისუფლოთ. დღეს იმ რეალობის წინაშე ვდგავართ, რომ მაფიოზური კლანებია ჩამოყალიბებული ზესტაფონში, ქალაქში ყველაფერი მიტაცებულია. ამას არ ჰქვია ბიზნესი - ეს არის ადამიანების ექსპლუატაცია, რასაც ბიძინა ივანიშვილი და მის გარშემო მყოფი მაფიოზური კლანის წევრები უდგანან სათავეში. ჩვენ ამას აუცილებლად შევცვლით და დავასრულებთ,“-განაცხადა „ლელოს“ ლიდერმა.

მამუკა ხაზარაძის თქმით, საქარველოში ბიზნესი ნამდვილად თავისუფალი და ადამიანზე ორიენტირებული იქნება.

„დღეს რაც ამ ქალაქში ხდება, ის, რომ სოფლები ქრება ზესტაფონის გარშემო, მიუღებელია. ეს მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ რამდენიმე მაფიოზური გვარის წარმომადგენელი გამდიდრდეს, რაც მახინჯი სქემა და ქვეყნის მიტაცებაა, რომელსაც ოქტომბერში დავასრულებთ,“-განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ცნობისთვის, ამავე კვლევის მიხედვით, გამოკითხული ადამიანების იმ 47 პროცენტიდან, რომელიც ფიქრობს, რომ სასამართლოში კლანი არსებობს, 88 პროცენტი მიიჩნევს, რომ ამ ჯგუფს ხელისუფლების მოქმედი წევრები უჭერენ მხარს.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42