120-30 და 1%-იანი ბარიერი: როგორ ჩატარდება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები - საკონსტიტუციო ცვლილებები მიღებულია
პოლიტიკა - 14:33, 29 Jun, 2020     2640
სააქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლის თანახმად 2020 წლის არჩევნები 120/30-ზე პროპორციით ჩატარდება სამივე მოსმენით დაამტკიცა.

ცვლილებების თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემითა (120 პროპორციული, 30 მაჟორიტარული) და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება.

კანონში ჩადებუილია ე.წ. 40%-იანი ჩამკეტი მექანიზმსაც. ანუ პარტია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40.54%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებას ვერ შეძლებს.

დგინდება პროპორციული და მაჟორიტარული სისტემით ჯამურად მიღებული მანდატების მარჟა, რომლის გადაჭარბების შემთხვევაში, პარტიას ან საარჩევნო ბლოკს მოაკლდება მანდატები პროპორციული საარჩევნო სიიდან და გადანაწილდება იმ სხვა პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების მიერ წარდგენილ საარჩევნო სიებზე, რომლებმაც შესაბამისი საარჩევნო ბარიერი გადალახეს.

რა წერია კანონში დეტალურად:

"საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ

კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს

კონსტიტუციურ კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge),

19.10.2017, სარეგისტრაციო კოდი: 010010000.01.001.016012) შეტანილ იქნეს შემდეგი

ცვლილება:

1. მე-2 მუხლის მე-9 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. მე-2 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 მუხლი:

„მუხლი 21

1. საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული პარლამენტი შედგება

პროპორციული სისტემით არჩეული 120 და მაჟორიტარული სისტემით არჩეული 30

პარლამენტის წევრისაგან.

2. პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგად პარლამენტის წევრთა

მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც არჩევნებში მონაწილე

ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 1 პროცენტს მაინც მიიღებენ და იმ პოლიტიკური პარტიების

საარჩევნო ბლოკებზე, რომელთა მიერ მიღებული ნამდვილი ხმების პროცენტული

მაჩვენებელი 1 პროცენტისა და საარჩევნო ბლოკში შემავალი პოლიტიკური პარტიების

რაოდენობის ნამრავლს მაინც შეადგენს. პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის მიერ

მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად მის მიერ მიღებული ნამდვილი ხმების

რაოდენობა მრავლდება 120-ზე და იყოფა ყველა იმ პოლიტიკური პარტიისა და საარჩევნო

ბლოკის მიერ მიღებული ნამდვილი ხმების ჯამზე, რომლებმაც ამ პუნქტით დადგენილი

შესაბამისი საარჩევნო ბარიერი გადალახეს. მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი არის

პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა. თუ

პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების მიერ მიღებული მანდატების

რაოდენობათა ჯამი 120-ზე ნაკლებია, გაუნაწილებელ მანდატებს თანმიმდევრობით მიიღებენ

უდიდესი ნაშთის მქონე პოლიტიკური პარტიები და საარჩევნო ბლოკები.

3. პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის მიერ პროპორციული და

მაჟორიტარული სისტემით ჯამურად მიღებული მანდატების პროცენტული წილი

მანდატების საერთო რაოდენობაში არ უნდა აღემატებოდეს პოლიტიკური პარტიებისა და

საარჩევნო ბლოკების მიერ პროპორციული სისტემით მიღებული ნამდვილი ხმების საერთო

რაოდენობაში ამავე პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის მიერ პროპორციული

სისტემით მიღებული ნამდვილი ხმების პროცენტული წილისა და ამ წილის ერთი მეოთხედის

ჯამს. გადაჭარბების შემთხვევაში პოლიტიკურ პარტიას ან საარჩევნო ბლოკს მოაკლდება

შესაბამისი მანდატები პროპორციულ არჩევნებში წარდგენილი საარჩევნო სიიდან და ისინი

კანონით დადგენილი წესით პროპორციულად განაწილდება იმ სხვა პოლიტიკური

პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების მიერ წარდგენილ საარჩევნო სიებზე, რომლებმაც

შესაბამისი საარჩევნო ბარიერი გადალახეს.

4. ამ მუხლის მიზნებისათვის იქმნება 30 ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო

ოლქი ამ კანონის მიღების დროისათვის მოქმედი ადმინისტრაციული საზღვრების

შესაბამისად:

ა) თბილისის მუნიციპალიტეტის - მთაწმინდისა და კრწანისის რაიონები; ვაკის

რაიონი; საბურთალოს რაიონი; ისნის რაიონი; სამგორის რაიონი; დიდუბისა და ჩუღურეთის

რაიონები; გლდანის რაიონი; ნაძალადევის რაიონი;

ბ) თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტები; გურჯაანის,

საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტები; რუსთავის

მუნიციპალიტეტი და გარდაბნის მუნიციპალიტეტის ნორიოს, მარტყოფის, ახალსოფლის,

სართიჭალის, გამარჯვების, ახალი სამგორის, ლემშვენიერას, თელეთის, კუმისისა და

კრწანისის ადმინისტრაციული ერთეულები; მარნეულისა და გარდაბნის (ნორიოს,

მარტყოფის, ახალსოფლის, სართიჭალის, გამარჯვების, ახალი სამგორის, ლემშვენიერას,

თელეთის, კუმისისა და კრწანისის ადმინისტრაციული ერთეულების გარდა)

მუნიციპალიტეტები; ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მუნიციპალიტეტები;

მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტები; კასპისა და გორის

(ვარიანის, ნიქოზის, ტირძნისის, სკრისა და შინდისის ადმინისტრაციული ერთეულების

გარდა) მუნიციპალიტეტები; ხაშურისა და ქარელის მუნიციპალიტეტები და გორის

მუნიციპალიტეტის ვარიანის, ნიქოზის, ტირძნისის, სკრისა და შინდისის ადმინისტრაციული

ერთეულები; ახალციხის, ბორჯომის, ადიგენისა და ასპინძის მუნიციპალიტეტები;

ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტები; ქუთაისის მუნიციპალიტეტი; საჩხერის,

ჭიათურისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტები; ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და

ბაღდათის მუნიციპალიტეტები; სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის

მუნიციპალიტეტები; ზუგდიდის მუნიციპალიტეტი; ფოთის, ხობისა და სენაკის

მუნიციპალიტეტები; წალენჯიხის, ჩხოროწყუს, მარტვილისა და აბაშის მუნიციპალიტეტები;

ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტები; ბათუმის მუნიციპალიტეტი;

ქობულეთის მუნიციპალიტეტი და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მახინჯაურის,

ორთაბათუმის, ახალშენისა და ფერიის ადმინისტრაციული ერთეულები; ხელვაჩაურის

(მახინჯაურის, ორთაბათუმის, ახალშენისა და ფერიის ადმინისტრაციული ერთეულების

გარდა), ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტები; ამბროლაურის, ონის, ცაგერის,

ლენტეხისა და მესტიის მუნიციპალიტეტები.

5. პარლამენტის მომდევნო არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს კანონით

დადგენილი წესით რეგისტრირებულ პოლიტიკურ პარტიას, რომლის მხარდაჭერა ორგანული

კანონით დადგენილი წესით დადასტურებულია არანაკლებ 5000 ამომრჩევლის ხელმოწერით.

პარლამენტის მომდევნო არჩევნებში მონაწილეობისათვის არანაკლებ 5000 ამომრჩევლის

მხარდაჭერის დადასტურების ვალდებულებისგან თავისუფლდება ყველა კვალიფიციური

პოლიტიკური პარტია, ყველა პოლიტიკური პარტია, რომელიც დამოუკიდებლად ან

საარჩევნო ბლოკის შემადგენლობაში მონაწილეობდა პარლამენტის ან ადგილობრივი

თვითმმართველობის ბოლო არჩევნებში, თუ მან ან შესაბამისმა საარჩევნო ბლოკმა ერთ-ერთ

არჩევნებში მაინც პროპორციული წესით 15000 ხმა მაინც მიიღო, აგრეთვე ყველა პოლიტიკური

პარტია, რომლის მიერ წარდგენილმა ან რომლის წევრმა კანდიდატმა საქართველოს

პრეზიდენტის 2018 წლის არჩევნების პირველ ტურში 15000 ხმა მაინც მიიღო.

6. არჩევნებში მონაწილეობის წესი და პირობები, აგრეთვე პარლამენტის წევრთა

მანდატების განაწილების წესი განისაზღვრება საარჩევნო კანონმდებლობით.

7. 2024 წლამდე საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნების ერთჯერადად ან

მრავალჯერადად ჩატარების შემთხვევაში, შესაბამისი არჩევნები ტარდება და პარლამენტი

ფორმირდება ამ მუხლით დადგენილი წესით. 2024 წელს საქართველოს პარლამენტის

რიგგარეშე არჩევნები არ ტარდება. 2024 წლამდე საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე

არჩევნების ერთჯერადად ან მრავალჯერადად ჩატარების შემთხვევაში, ბოლო რიგგარეშე

არჩევნების მომდევნო არჩევნები ტარდება 2024 წლის 26 ოქტომბერს, ხოლო ბოლო რიგგარეშე

არჩევნებში არჩეულ პარლამენტს უფლებამოსილება უწყდება ახალარჩეული პარლამენტის

მიერ პარლამენტის წევრთა ორი მესამედის უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან.“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42