„ქართული ოცნების" ხელისუფლებამ ქვეყნისთვის გააკეთა პრაქტიკულად ყველაფერი, რისი საშუალებაც ჩვენ გვქონდა - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ „პალიტრანიუსის" პირდაპირ ეთერში განაცხადა.
„სიმართლე არის ის, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გააკეთა პრაქტიკულად ყველაფერი, რისი საშუალებაც ჩვენ გვქონდა, დროის, რესურსების და კონტექსტის გათვალისწინებით, რომ ქვეყნის სტაბილურობა, უსაფრთხოება და ქვეყნის დემოკრატია გაძლიერებულიყო",- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მდინარაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა ყველაფერი გააკეთა ქვეყნის სტაბილური განვითარებისთვის.
„ბიძინა ივანიშვილი ვერ იქნება ქვეყნის დესტაბილიზაციის მომხრე მარტივი არგუმენტებიდან გამომდინარე. მისი პრემიერ-მინისტრობის, მისი პარტიის თავმჯდომარეობის და მისი ლიდერობის პირობებში, მისმა გუნდმა - ჩვენმა სახელისუფლებლო გუნდმა - გააკეთა ყველაფერი იმისათვის, რომ ქვეყანა გამხდარიყო უფრო სტაბილური",- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






