კორონაპანდემია, "გაჩერებული სპორტი" და 53 მილიონით შემცირებული ბიუჯეტი - რა პრობლემების წინაშე აღმოჩნდნენ სპორტსმენები და რა მიზნებისთვის შეიქმნა ახალი სპორტული გაერთიანება - "ჩემპიონთა ლიგა"
პოლიტიკა - 13:55, 22 Jun, 2020     1590
"ჩემპიონთა ლიგა" - ასე ქვია ახალ აპოლიტიკურ, სპორტულ გაერთიანებას, რომელსაც საფუძველი წინა კვირას ჩაეყარა.


ორგანიზაცია სპორტული კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ და სპორტსმენმა გია ნაცვლიშვილმა დააფუძნა.

ქართული სპორტისა და სპორტსმენების ხელშეწყობა-პოპულარიზაციის იდეამ კი 20-მდე ცნობილი სპორტსმენი უკვე გააერთიანა.

როგორც „ნიუპოსტთან“ გია ნაცვლიშვილმა განაცხადა, პანდემიამ უამრავი სფერო დააზარალა, თუმცა ყველაზე დიდი დარტყმა მაინც სპორტმა მიიღო.

ამას ემატება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც სპორტის სფეროს ბიუჯეტი 53 მილიონი ლარით შემცირდა.

ნაცვლიშვილი ამბობს, რომ ქართველ სპორტსმენები უმძიმეს ფინანსურ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.

„ჩემპიონთა ლიგაში“ ამბობენ, რომ სპორტსმენებს იმ დახმარებას გაუწევენ, რაც ამ ეტაპზე ყველაზე მეტად სჭირდებათ.

სპორტსმენები, რომლებსაც მთელი მსოფლიო იცნობს, ერთხმად აღნიშნავენ, რომ "ჩემპიონთა ლიგა" ყველა სპორტსმენისა და სპორტული ინტერესების დამცველი იქნება, რაც კორონაპანდემიის დროს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

„სპორტის პოპულარიზაციისა და ახალგაზრდა სპორტსმენების დახმარების სურვილმა 15 მდე ადამიანი გაგვაერთიანა და გადავწყვიტეთ ისეთი ორგანიზაციის დაარსება, რომელიც თავიდან ბოლომდე სპორტსმენების ინტერესების გამტარი იქნებოდა.

ჩვენი მიზანი იმ პრობლემების მოგვარებაა, რომელიც დღეს ქართულ სპორტშია. სამწუხაროდ, პანდემიამ ეს სფერო ფაქტობრივად გაჩერა. სპორტსმენები ვეღარ ვარჯიშობენ, რაც უმძიმესი შედეგის მომტანი შეიძლება გახდეს მათი სამომავლო კარიერისთვის.

როგორც თქვენთვის ცნობილია, სპორტის სამინისტროს ბიუჯეტს 53 მილიონი ჩამოეჭრა რითაც სპორტის ძალიან ბევრი სახეობა უმძიმესი რეალობის წინაშე დააყენა - სპორტი დაკეტილია, ოლიმპიადა ჩაიშალა, შესაბამისად ამ ხალხის შემოსავალი ნოლზე დავიდა. გარდა ხელფასებისა სპორტსმენები, შეჯიბრებებში გამოსვლისას პრემიებსაც იღებდნენ. როგორც ყველას, სპორტსენების უმრავლესობას საბანკო ვალდებულებები აწევთ ზურგზე.

შემოსავლების დაკარგვას რომ თავი დავანებოთ, სპორტსმენების გაჩერება და შემდეგ ისევ ფორმაში მოყვანა ძალიან დიდ ძალისხმევასა და ფინანსურ რესურსს მოითხოვს. სპორტი არ არის მანქანა, რომელიც შეგიძლია დროებით გააჩერო და 6 თვის შემდეგ დაქოქო... თუ ჩვენ რეკომენდაციებს ხელისუფლება გაითვალისწინებს კარგი იქნება, თუ არა, ჩვენ ამ პრობლემებს ძალიან ღიად დავაყენებთ“- აცხადებვს გია ცერცვაძე.

„ჩემპიპიონთა ლიგის“ დამფუძბნებელი ამბობს, რომ ხელისუფლების ხელშეწყობის და პოლიტიკური ნების გარეშე სპორტი ვერ იარსებებს.

ორგანიზაციის დამფუძნებელი "ნიუპოსტთან" აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავარი სავიზიტო ბარათი სპორტსმენები, ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონები არიან, ამიტომ ისინი ქართული სპორტის განვითარებისთვის უფრო აქტიურად უნდა იყვნენ ჩართულები.

"ჩემპიონთა ლიგა" სხვადასხვა თაობის, პოლიტიკური გემოვნებისა და შეხედულების ადამიანებს აერთიანებს.

ორგანიზაციის რიგებს ყველასთვის ცნობილი და საყვარელი სპორტის წარმომადგენლები უკვე შეუერთდნენ, მათგან უმეტესობა ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონია. მაგალითად: გიორგი ასანიძე, მანუჩარ კვირკველია, სოსო ლიპარტელიანი, რამაზ ნოზაძე, ფიქრია ფანქველაშვილი, ლაშა ფხაკაძე, ლია ჩაჩიბაია, რეზო ჩომახიძე, ირაკლი ცირეკიძე, მზეო ძამუკაშვილი, ავთანდილ ჭრიკიშვილი, ზურა ხომასურიძე, ლუბა გოლოვინა და ვატო ნაცვლიშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42