„დღეს იქნება თუ ხვალ, რურუა გათავისუფლდება, რადგან ივანიშვილს საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდების რესურსი არ აქვს“ - ასე ეხმაურება კენჭისყრის მეორე ეტაპს ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე რომან გოცირიძე.
მისივე განცხადებით, ფრაქცია კენჭისყრაზე შესვლას არც დღეს არ აპირებს.
„ვინაიდან პოლიტპატიმარი გიორგი რურუა კვლავ პატიმრობაში რჩება, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს და არც კენჭისყრაზე აპირებს შესვლას. ქართულმა ოცნებამ 8 მარტის შეთანხმება სრულად უნდა შეასრულოს.
არ მივიღებთ კენჭისყრაში მონაწილეობას, სანამ შეთანხმება სრულად არ იქნება შესრულებული. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში არცერთი პოლიტპატიმარი არ უნდა იყოს. ივანიშვილს მოუწია პოლიტპატიმრების გათავისუფლება ძალიან მძიმე დარტყმების შემდეგ, როდესაც მას პირადად შეეხნენ, მის ფინანსებს დაემუქრა საფრთხე.
დღეს იქნება თუ ხვალ, გაათავისუფლებს რურუას, ჩვენ ამას ვნახავთ. ვინაიდან ივანიშვილს საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდების რესურსი არ აქვს.“
მასალის გამოყენების პირობები






