საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენას ოპოზიცია ბოიკოტს უცხადებს
პოლიტიკა - 12:01, 23 Jun, 2020     439
ფრაქცია "ევროპული საქართველო" და "ნაციონალური მოძრაობა" საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენაში მონაწილეობას არ მიიღებენ.


საპარლამენტო ოპოზიცია თავის გადაწყვეტილებას "ქართული ოცნების" მხრიდან 8 მარტის შეთანხმების შეუსრულებლობით და გიორგი რურუას პატიმრობაში დატოვებით ხსნის.
ოპოზიცია ბოიკოტის მიუხედავად აცხადებს, რომ "ოცნება" საკონსტიტუციო ცვლილებებს მიიღებს, რადგან ივანიშვილს კანონპროექტის ჩაგდების რესურსი აღარ აქვს.

"იქამდე არ მივიღებთ კენჭისყრაში მონაწილეობას, ვიდრე შეთანხმება სრულად არ იქნება შესრულებული. ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში არ უნდა იყოს არცერთი პოლიტიკური პატიმარი. ივანიშვილს მოუწია პოლიტპატიმრების გათავისუფლება ძალიან მძიმე დარტყმების შემდეგ, როდესაც მის პირად ფინანსებს და საგარეო დახმარების შემოსვლას დაემუქრა საფრთხე. დღეს იქნება თუ ხვალ, ივანიშვილი გაათავისუფლებს რურუას, ვინაიდან მას არ აქვს კონსტიტუციის ჩაგდების რესურსი. სულ რომ კორონავირუსი დაემართოს "ქართული ოცნების" დეპუტატებს, ივანიშვილი კოსმონავტის სკაფანდრებს იშოვის, შემოიყვანს მათ და პულტზე ხელს დააჭერინებს. ის მიიღებს კონსტიტუციას იმიტომ, რომ ძალიან სერიოზული ზეწოლაა გარედანაც, შიგნითაც და მან ერთხელ უკვე გამოსცადა საკუთარ ტყავზე, რას ნიშნავს ჩათრევა, ნაცვლად იმისა, რომ ჩაყოლოდა. ჩათრევას ჩაყოლა ჯობია და ამას ივანიშვილი გააკეთებს. ჩვენ კენჭისყრაში მაშინ მივიღებთ მონაწილეობას, როცა გიორგი რურუა გათავისუფლდება. კონსტიტუციის მიღება ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე, ნიშნავს იმას, რომ ივანიშვილი კვლავ აპირებს პოლიტიკური დევნის გაგრძელებას, მოსყიდვას, ძალადობას, დაშინებას, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას და ა.შ." - განაცხადა გოცირიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42