მთავარი კითხვა, აღენიშნება, თუ არა ცხედარს ძალადობის კვალი - ამ ეტაპზე უპასუხოდ რჩება.
ოჯახმა საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტი უკვე ჩართო.
გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის ბიძის განცხადებით, ცხედარს დამატებითი ლაბორატორიული კვლევები უნდა ჩაუტარდეს.
"როგორც ექსპერტმა თქვა, დამატებითი ლაბორატორიული კვლევებია საჭირო. ვერსიები მას შემდეგ გაკეთდება რაც იქნება საბოლოო დასკვნა,"- განაცხადა გარდაცვლილის ბიძამ.
დაპირისპირება ახალგაზრდების ჯგუფებს შორის 19 ივნისის ღამით მცხეთაში მოხდა.4 დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ შაქარაშვილის ცხედარს მდინარე არაგვში იპოვეს.
გამოძიება ამ დრომდე კვლავ თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით მიმდინარეობს, თუმცა შესაძლოა ის გადაკვალიფიცირდეს.
საგამოძიებო მოქმედებები მცხეთის პოლიციაში გუშინ გვიან ღამემდე მიმდინარეობდა. დაიკითხა კიდევ ორ მოწმე ისინი საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩასატარებლად შემთხვევის ადგილზე მიიყვანეს.
მასალის გამოყენების პირობები






