"გიორგი რურუას გათავისუფლება არ არის ჩვენს ხელში, ამ შემთხვევაში ადრესატი არის სასამართლო და ეს მათ უნდა შეიგნონ" - ირაკლი კობახიძე
პოლიტიკა - 18:19, 22 Jun, 2020     526

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე „რუსთავი 2"-ის ეთერში „ნაციონალური მოძრაობის" იმ მოთხოვნებს გამოეხმაურა, რომლითაც აღნიშნული პოლიტიკური პარტია, გიორგი რურუას გათავისუფლებას სახელისუფლო პარტიას ავალდებულებს.

„გიორგი რურუას გათავისუფლება არ არის ჩვენს ხელში. ეს სასამართლოს გადაწყვეტილებების სფეროა. საქართველოში მხოლოდ სასამართლოს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ვინმეს დაპატიმრების ან პატიმრობიდან გათავისუფლების თაობაზე. აქედან გამომდინარე, როდესაც რადიკალური ოპოზიცია რურუას გათავისუფლების თაობაზე საკითხს აყენებს, ადრესატი არ შეიძლება იყოს მმართველი პარტია. ამ ყველაფრით ისინი კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ მათ დღემდე ვერ გაუგიათ რა არის ხელისუფლების დანაწილება და რა არის სამართლებრივი სახელმწიფო. თუ მათ მიაჩნიათ, რომ არსებობს პატიმრის გათავისუფლების საფუძველი, ამ შემთხვევაში ადრესატი არის სასამართლო და ეს მათ უნდა შეიგნონ", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის წევრმა ასევე განმარტა თუ რატომ ხდება ცალკეული პოლიტიკოსების მხრიდან გიორგი რურუას პოლიტპატიმრად მოხსენიება.

„ტერმინი „პოლიტპატიმარი" რამდენიმე ცალკეული პოლიტიკოსების განცხადებაში გაჩნდა, მაგრამ როდესაც ინსტიტუტები აკეთებენ საკუთარ განცხადებებს, როგორიცაა იგივე სახელმწიფო დეპარტამენტი, რომელიმე ევროპული ინსტიტუტი და სხვა, ისინი სხვაგვარად ეკიდებიან საკუთარ განცხადებებს და ნებისმიერი ასეთი განცხადება ბევრად უფრო რთულ გადამოწმების პროცესს გადის, რაც ცალკეული პოლიტიკოსების შემთხვევაში არ ხდება. შესაბამისად, საერთაშორისო ინსტიტუტები ზუსტად იმ პოზიციას აფიქსირებენ, რაც სინამდვილეს შეესაბამება. საერთაშორისო ინსტიტუტრებმა ძალიან კარგად იციან ვინ არის გიორგი რურუა და ვინ არ არის გიორგი რურუა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.​





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42