ირაკლი კობახიძე: „საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით მიღების მყარი საფუძველი არსებობს"
პოლიტიკა - 18:10, 22 Jun, 2020     439

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით მიღების მყარი საფუძველი არსებობს.

„საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენის დროს, „ევროპული საქართველოს" გარეშე, 116 დეპუტატის მხარდაჭერა დაფიქსირდა, შესაბამისად მოლოდინი გვაქვს, რომ ხვალ ამავე 116 დეპუტატის მხარდაჭერა დაფიქსირდება. კანონპროექტის მიღებას 113 მხარდაჭერა სჭირდება, აქედან გამომდინარე მყარი საფუძველი ოპტიმიზმისთვის და ვფიქრობ, რომ ხვალ მეორე მოსმენით, წარმატებით მივიღებთ ამ გადაწყვეტილებას", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ეთერში.

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გადაცემის წამყვანის იმ შეკითხვას უპასუხა, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით მიღების მხარდაჭერას შეეხებოდა. ირაკლი კობახიძის შეფასებით, დეპუტატი, რომელმაც ორი დღის წინ საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარდაჭერა გამოუცხადა და მეორე მოსმენისთვის უარს იტყვის მის მხარდაჭერაზე, ეს ნიშნავს, რომ იგი „ნაციონალურ მოძრაობასთან" მძიმე და არასწორ გარიგებაში შევიდა.

„ასეთ ღია გარიგება „ნაციონალურ მოძრაობასთან" უნდა დააფიქსიროს იმ დეპუტატმა, რომელიც მეორე მოსმენის დროს მხარს არ დაუჭერს საკონსტიტუციო ცვლილებებს. პირველი მოსმენის დროს, ორი დღით ადრე თუ უჭერდი მხარს და თუ ორი დღის შემდეგ შეიცვალე პოზიცია, ეს ნიშნავს, რომ შენ შეხვედი ძალიან მძიმე და არასწორ გარიგებაში. ბუნებრივია, ნებისმიერი დეპუტატისთვის მომგებიანი არ იქნება ასეთი რამის დემონსტრირება. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ რისკის ქვეშ არ დგას საკონსტიტუციო ცვლილებები და ხვალ 116 დეპუტატის მხარდაჭერა იქნება უზრუნველყოფილი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.​





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42