ბადრი ჯაფარიძე: ჭიათურაში დღეს დაიწყო უწყვეტი ეკონომიკური კრიზისის დასასრულის დასაწყისი
პოლიტიკა - 17:26, 22 Jun, 2020     458
ჭიათურაში ადგილობრივებთან შეხვედრისას “ლელოს” ლიდერმა განმარტა, რომ ჭიათურა არის ადგილი, საიდანაც დაიწყება ეკონომიკური კრიზისის დასასრული.

“ლელოს” ოფისის გახსნა არ არის მხოლოდ პარტიული მოვლენა, ეს არის ადგილი, სადაც დაიწყება ამ ქალაქის უწყვეტი ეკონომიკური კრიზისის დასასრულის დასაწყისი. ჭიათურა მსოფლიოში ერთადერთი ადგილია, სადაც ლანდშაფტი, არქიტექტურა და ინდუსტრიული მემკვიდრეობა ერთიან და უნიკალურ სისტემას წარმოადგენს და არაჩვეულებრივ მოსახლეობასთან ერთად, უკიდეგანო გაჭირვებაში იმყოფება,”-განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

“ლელოს” ლიდერმა ჭიათურის განვითარების გეგმაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჭიათურა მსოფლიოს მიზიდულობის ცენტრი უნდა გახდეს. ბადრი ჯაფარიძის განცხადებით რეგიონში უფუნქციოდ დარჩენილი ინდუსტრიული მემკვიდრეობა, საუკეთესო შესაძლებლობაა შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებისთვის.

“ჭიათურა მსოფლიოს მიზიდულობის ცენტრი უნდა გახდეს. ეს არის ქალაქი, სადაც ინგლისელებმა, თბილისზე და ბათუმზე გაცილებით ადრე, პირველი ჩოგბურთის კორტი ააშენეს საქართველოში; ქალაქი, სადაც დღეს განვითარების და სიახლის კვალი აღარ არსებობს. ჭიათურა არ არის მხოლოდ მარგანეცი, ეს არის განუმეორებელი ლანდშაფტი, ევროპაში აღიარებული და განადგურების პირას მყოფი საჰაერო საბაგირო ქსელი, გამორჩეული მღვიმევის მონასტერი, კაცხის სვეტი და კაცხის მონასტერი. ჭიათურა არის ბუნება და უფუნქციოდ დარჩენილი ინდუსტრიული მემკვიდრეობა, რომელიც საუკეთესო შესაძლებლობაა შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებისთვის,”- განაცხადა ჯაფარიძემ.

ბადრი ჯაფარიძის თქმით, რეგიონი უნდა მომზადდეს ტურისტული პოტენციალის გაზრდისთვის, რაც მხარეს ეკონომიკურად გააძლიერებს და ახალგაზრდების საკუთარ რეგიონში დაბრუნებასა და დასაქმებას უზრუნველყოფს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42