"დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი" 20 ივნისის ანტისაოკუპაციო აქციის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
ორგანიზაცია 2020 წლის 20 ივნისს სამოქალაქო მოძრაობების მიერ ორგანიზებულ ანტისაოკუპაციო აქციას „1 წელი 20 ივნისიდან“ დააკვირდა. ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ აქციამ მშვიდობიანად ჩაიარა. აქციის მონაწილეები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დადგენილ რეკომენდაციებს და ერთ მეტრიან დისტანციას იცავდნენ.
ორგანიზაცია მოუწოდებს ხელისუფლებას, გაამკაცროს პოლიტიკა რადიკალური იდეოლოგიის მხარდამჭერი ძალადობრივი ჯგუფებისმიმართ.
"აქციამ მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. ადგილზე მობილიზებული იყო დაახლოებით 200-მდე პოლიციელი.
დაახლოებით 14:00 საათიდან, რუსთაველის გამზირზე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდა. აქცია 19:30 საათზე დაიწყო და მას დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის დამკვირვებლების შეფასებით, დაახლოებით 2000 ადამიანი დაესწრო. შეკრების დასაწყისში, აქციის მონაწილეები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დადგენილ რეკომენდაციებს და ერთ მეტრიან დისტანციას იცავდნენ.
აქციის პარალელურად, პარლამენტის შესასვლელთან სამოქალაქო მოძრაობა „შეცვალეს“ აქტივისტებმა აქცია-პერფორმანსი გამართეს ლოზუნგით „ერთად ოკუპაციის წინააღმდეგ.“ აქციის ორგანიზატორებმა გამოსვლებში ყურადღება გაამახვილეს საქართველოს დასავლური საგარეო კურსის მნიშვნელობაზე, პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და მომდევნო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების აუცილებლობაზე.
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი აღნიშნავს, რომ გასული წლის განმავლობაში, აქციის ორგანიზატორები და აქტივისტები, მიუხედავად ღონისძიების მშვიდობიანი ხასიათისა, არაერთხელ გახდნენ დარბევის, უკანონო დაკავების, ძალადობრივი ჯგუფების თავდასხმებისა და მადისკრედიტირებელი კამპანიის სამიზნეები, რამაც კითხვები გააჩინა საქართველოში აზრის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების ხარისხთან დაკავშირებით.
მოახლოებული საარჩევნო პროცესის მშვიდობიან ვითარებაში წარმართვისა და ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფისათვის, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მოუწოდებს ხელისუფლებას:
· გაამკაცროს პოლიტიკა რადიკალური იდეოლოგიის მხარდამჭერი ძალადობრივი ჯგუფების მიმართ
· შემჭიდროვებულ ვადებში გამოიძიოს აღნიშნული დაჯგუფებების მიერ შეკრებებსა და დემონსტრაციებზე ჩადენილი დარღვევები შესაბამისი პირების პასუხისგებაში მიცემის მიზნით
მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ძალადობრივი ჯგუფების დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად, უზრუნველყოს ეფექტიანი პრევენციული ღონისძიებების
· გატარება ძალადობის აღსაკვეთად და დაპირისპირებული მხარეების ერთმანეთისგან გასაცალკევებლად
· უზრუნველყოს 2019 წლის 20 ივნისს აქციის დაშლის პროცესში, პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტების დამოუკიდებელი, ეფექტიანი და მიუკერძოებელი გამოძიება.
" - ნათქვამია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






