"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებლის, პოლიტპატიმარ გიორგი რურუას სასამართლო პროცესი მოწმეების დაკითხვით გრძელდება.
პროცესი გიორგი რურუას განცხადებით დაიწყო, რომელშიც იგი საკონსტიტუციო ცვლილებებს მიესალმა და იმედი გამოთქვა, რომ 8 მარტის შეთანხმება სრულად შესრულდება.
რურუას საქმეზე გრძელდება დაცვის მტკიცებულებების გამოკვლევა. დღეს პროცესზე ოთხ პოლიციელს დაკითხავენ.
მოწმეებს შორისაა მაია ბერუაშვილი, რომელმაც გამოძიება დაიწყო და თბილისის პოლიციის სამმართველოს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს როლანდ მესხს, რომლის შესახებაც ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდება.
ერთი ვერსიით, იგი მთავარ სამმართველოში იმყოფებოდა, მეორე ვერსიით კი, რუსთაველის გამზირზე იმყოფებოდა და იქ გაიგო რურუას წინააღმდეგ გამოძიების დაწყების შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ ოპერატიული თათბირი ადგილზევე ჩაატარა.
რურუას ადვოკატი აცხადებს, რომ ეჭვს ბადებს დროის იმ მონაკვეთის სიმცირე, რომელშიც პოლიციელებმა არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედების განხორციელება.
"ესენი არიან სამართალდაცავი სისტემის წარმომადგენლები, რომლებიც ბრალდებად არ გამოკითხა, თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ მათი მოქმედებებით დასტურდება გიორგი რურუას უდანაშაულობა და სწორედ ამიტომ შევიყვანეთ ისინი დასაკითხ პირთა სიაში", - ამბობს დაცვის ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






