დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთი წამყვანი ნეიროფსიქოფარმაკოლოგი მზად არის რევოლუციის მოსახდენად. მაგრამ ალკოჰოლური მრეწველობიდან არავის სურს მისი ნამუშევარის დაფინანსება.
მეცნიერებმა შეიმუშავეს ნივთიერება, რომელიც ქმნის თრობის ყველა პოზიტიურ ეფექტს ჯანმრთელობისთვის რისკის, მიჩვევისა და „პახმელიის“ გარეშე. პროფესორ დევიდ ნატის ხელმძღვანელობით მომუშავე ჯგუფზე The Independent ყვება.
ნივთიერება უშუალო ზემოქმედებას ახდენს ტვინის ნეიროტრანსმიტერებზე და ადამიანს, ზოგ შემთხვევაში ალკოჰოლის ზემოქმედებისაგან „განუსხვავებელი“, კმაყოფილებისა და განცხრომის შეგრძნებას ანიჭებს.
ეფექტი ნებისმიერ მომენტში შეიძლება შეჩერდეს ანტიდოტის მიღებით, ასე, რომ მომხმარებლებს შეეძლებათ შემდეგ საჭესთან დაჯდომა და სამუშაოს გაგრძელება.
მიუხედავად იმისა, რომ პროფესორი დევიდ ნატი დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთ წამყვან ნეიროფსიქოფარმაკოლოგს წარმოადგენს, მისი ჯგუფი ლონდონის Imperial College-იდან შეფერხდა, რადგან ალკოჰოლური მრეწველობიდან, გასაგები მიზეზების გამო, არავის სურს ამ ნარკოტიკის დამუშავების დაფინანსება.
BBC-ის ეთერში გამოსვლისას, პროფესორმა ინვესტორებს პროექტის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. „ვფიქრობ, რომ ჯან-დაცვაში სერიოზული რევოლუცია მოხდება - როგორც ელექტრონულმა სიგარეტებმა თამბაქოსწევაში მოახდინა“, თქვა მან. პროფესორის იტყვებით, ნივთიერების მიღება შესაძლოა სხვადასხვა კოქტეილის სახით.
მასალის გამოყენების პირობები






