"მათ ოფიციალურ დონეზე უნდა მოიხადონ ბოდიში, გადაუხადონ კომპენსაცია დაღუპულთა ოჯახებს"- ზელენსკი ირანის მთავრობის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოს მიმართავს
მსოფლიო - 11:08, 22 Jun, 2020     948

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ირანის მიერ უკრაინული თვითმფრინავის ჩამოგდებასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ ისაუბრა. პრეზიდენტი აცხადებს, რომ თუკი გამჭვირვალედ არ იმოქმედებს ირანული მთავრობა, ოფიციალური კიევი საერთაშორისო სასამართლოში აპირებს ჩივილს.

„მე ვიმედოვნებ, რომ საბოლოოდ, შევძლებთ ირანის ხელისუფლებისგან შედეგებზე ორიენტირებული პოლიტიკა მივიღოთ, რადგან საკითხი მხოლოდ იმას არ ეხება, რომ ისინი შავ ყუთს არ გვაძლევენ. მათ ოფიციალურ დონეზე უნდა მოიხადონ ბოდიში და კომპენსაცია გადაუხადონ დაღუპულთა ოჯახებს. ყველაფერი უნდა გააკეთონ, რაც დაგვპირდნენ, სხვა შემთხვევაში ჩვენ სხვა არჩევანი არ გვექნება გარდა იმისა, რომ საერთაშორისო სასამართლოში ვიჩივლოთ“ - აღნიშნა მედიასთან ინტერვიუში ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ოფიციალური თეირანი შავი ყუთის ჩანაწერების არ გადაცემას პანდემიას აბრალებს, მიუხედავად ამისა პრობლემა უსასრულოდ ვერ გაიყინება, რადგან უკრაინა პასუხებს დიდი ხანია ელის.

შეგახსენებთ, რომ იმ პერიოდში როდესაც აშშ-სა და ირანს შორის „თითქმის საომარი მდგომარეობა“ დადგა დღის წესრიგში, 8 იანვარს ირანულმა მხარემ შემთხვევით ჩამოაგდო უკრაინული ბოინგი TOR M1-ის ტიპის საზენიტო რაკეტით, რომლის შედეგად ბორტზე მყოფი 176 მგზავრის სიცოცხლე ემსხვერპლა. თვითმფრინავის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობა ირანის რევოლუციის დამცველთა კორპუსმა აიღო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42