საკონსტიტუციო ცვლილებები - ოპოზიცია პასუხისმგებლობა სრულად ივანიშვილსა და მის გუნდს აკისრებს
პოლიტიკა - 10:09, 22 Jun, 2020     693
საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის პირველი მოსმენით დამტკიცება - ოპოზიციაში აცხადებენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებასა და 8 მარტის შეთანხმების შესრულებაზე პასუხისმგებლობა ახლა სრულად ბიძინა ივანიშვილსა და მის გუნდს ეკისრება.


ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, ქვეყნის მთავარ კანონში ცვილებებს მეორე და მესამე მოსმენით მხარს არ დაუჭერენ, თუ პოლიტპატიმარი გიორგი რურუა საპატიმროს არ დატოვებს.

"საკონსტიტუციო ცვლილებები იქნება უზრუნველყოფილი, იქცეს კონსტიტუციურ კანონად. ამისთვის "ნაციონალური მოძრაობა" ყველაფერს გააკეთებს. თუ გაათავისუფლებს ივანიშვილი პატიმრობიდან გიორგი რურუას, რომელსაც იარაღი ჩაუდო, ხო მისთვის უკეთესი, გათავისუფლება ეს ადამიანი ოთხ თვეში", - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია. "ევროპული საქართველოს" წევრის, ოთარ კახიძის თქმით, ხელისუფლებამ უნდა გადადგას ნაბიჯები, ივანიშვილი და მისი გუნდი გონს უნდა მოეგოს და რურუა გაათავისუფლოს.

"გიორგი რურუა კვლავ არის ციხეში, შესაბამისად, 8 მარტის შეთანხმება არ არის შესრულებული. საკონსტიტუციო ცვლილებებს ჩვენ არ დავუჭერთ მხარს, თუ შეთანხმება სრულად არ შესრულდება. ამიტომ ველოდებით ხელისუფლებისგან ნაბიჯებს, რომ მოეგოს ივანიშვილი გონს და გაათავისუფლოს რურუა. ჩვენ პირველ მოსმენაზე მხარდაჭერით, ქართულ ოცნებას კიდევ მივეცით დამატებით დრო, რომ რეალური ნაბიჯები გადადგას პოლიტიკური დევნის მიმართულებით", - ამბობს "ევროპული საქართველოს" პოლიტსაბჭოს წევრი ოთარ კახიძე.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტმა მიიღო. "ევროპულმა საქართველომ" ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. პოლიტიკური გადაწყვეტილება პარტიამ კი იმით ახსნა, რომ თუ პროექტი პირველი მოსმენით ჩავარდებოდა, მისი ხელახლა განხილვის დაწყება პარლამენტში ვეღარ მოხდებოდა და პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შანსიც კი აღარ არსებობდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42