"მთავარი არხის" ჟურნალისტმა, გიორგი გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინს ამჯერად "პოსტ ფაქტუმის" პირდაპირ ეთერში კვლავ რუსულად მიმართა.
გაბუნიამ პუტინს უთხრა, რომ რომ ის ქართულ განავალსაც კი არ იმსახურებს.
"ვალოდია, ჩემო ძვირფასო, ვოვაჩკა. დავფიქრდი, დავფიქრდი და არ ვაპირებ შენი საფლავი შეურაცხვყო, მართალია დაგპირდი, მაგრამ მაინც. შენ ქართულ განავალსაც კი არ იმსახურებ", - განაცხადა გაბუნიამ.
წამყვანმა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუს ხალხს პატივს სცემს და მათ პუტინთან არ აიგივებს.
"მე სიტყვის ჯარისკაცი ვარ. რა ზედმეტად მძიმე და უხეში იყო ის იარაღი, რომელიც მე გამოვიყენე ჩვენი ქვეყნის მთავარი მტრის, რუსეთის პრეზიდენტის წინააღმდეგ. და მან რომელი აირაღი დაზოგა ჩვენზე? ერთი ატომური ბომბი არ ჩამოუგდია ჩვენს მიწაზე, თორემ სხვა როდის დაგვინდო ან როდის მოგვერიდა. ან ქართველ დედებს და მათი შვილების საფლავებს როდის გაუწია ანგარიში, რომ მე მოვრიდებოდი მაინცდამაინც მისი საფლავის ხსენებას.
თან ჩემი სიტყვები ეკუთვნის პირადად პუტინს და მის მონებს და არა მთელ რუს ერს. მე არ ვსვამ ტოლობის ნიშანს ვლადიმერ პუტინსა და რუსულ ნაციას შორის. მე პატივს ვცემ რუს ხალხს და მათ კულტურას. არც ვლადიმერ პუტინის ერთგული გოშია, რამზან კადიროვი განასახიერებს ჩეჩნებს", - თქვა ჟურნალისტმა თავის მონოლოგში.
მასალის გამოყენების პირობები






