"ოცნების" წევრი, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ელჩების განცხადების შემდეგ "ევროპული საქართველო" იძულებული გახდა, საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის პირველ კენჭისყრაზე მხარი დაეჭირა.
კობახიძე დარწმუნებულია, რომ ისინი ასევე იძულებული გახდებიან, რომ ცვლილებებს მხარი მეორე და მესამე მოსმენაზეც დაუჭირონ.
"სრული დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ არავითარი საფრთხის ქვეშ ამ კანონის მიღება არ დგას, 29 ივნისს წარმატებით დასრულდება ამ კანონის მიღება. მნიშვნელობა არ აქვს ევროპული საქართველო მიიღებს თუ არ მიიღებს ამ კენჭისყრებში მონაწილეობას. დღეს ისინი ელჩების განცხადების შემდეგ გახდნენ იძულებული მხარი დაეჭირათ საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის. ალბათ, ასევე იძულებული გახდებიან მეორე და მესამე მოსმენაზე, თუმცა მათი ხმების გარეშეც ძალიან მარტივად გავა ეს საკონსტიტუციო ცვლილებები. იმიტომ, რომ მას მათ გარეშეც ექნება 116 დეპუტატის მხარდაჭერა"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






