“ჩვენი ქვეყანა ყოველთვის იდგა ქალზე და მის სიძლიერეზე, სწორედ ამიტომ, “ლელოს” პრიორიტეტი ქალების მაქსიმალური ხელშეწყობაა, ყველა დარგში” - ხაზარაძე
პოლიტიკა - 15:30, 21 Jun, 2020     486

დღეს გორში "ლელო საქართველოსთვის" ლიდერი მამუკა ხაზარაძე გორში მცხოვრებ და დასაქმებულ მეწარმე ქალებს შეხვდა. მამუკა ხაზარაძემ მათთან ერთად ჯანდაცვის, განათლების, სოციალურ სფეროში მომუშავე ქალებთან ერთად ის პრობლემები განიხილა, რომელიც ადგილობრივებს აწუხებთ. შეხვედრას ემიგრანტი ქალებიც ესწრებოდნენ.

“ ჩვენი ქვეყანა ყოველთვის იდგა ქალზე და მის სიძლიერეზე. ეს ტრადიცია დღესაც გრძელდება, რადგან ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობა ემიგრანტმა ქალებმა საკუთარ თავზე აიღეს. მადლობას ვუხდი თითოეულ მათგანს და უნდა შევძლოთ, რომ ეს ქალები საკუთარ ქვეყანაში დავაბრუნოთ. ამისთვის ჩვენი ქვეყანა უნდა განვავითაროთ ეკონომიკურად.

საქართველოში ქალის უფლებები და მისი პოზიციონირება აუცილებლად უმაღლეს დონეზე უნდა იყოს აყვანილი და ეს იქნება “ლელოს” პრიორიტეტი, რადგან ქალთა პოლიტიკური აქტივობა და მაქსიმალურად ჩართულობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისთვის,”- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

“ლელო საქართველოსთვის” ლიდერმა

დეტალურად მოისმინა ყველა ის საკითხი, რომელიც ადგილობრივებს აინტერესებდათ და აწუხებდათ და შეკრებილებს პარტიის ხედვები გააცნო. საუბარი შეეხო ქალთა აქტიურ ჩართულობას, როგორც პოლიტიკურ, ასევე საზოგადოებრივ-სოციალურ სფეროებში. შეხვედრაზე ისაუბრეს ქალთა პერსონალის კუთხით დანახულ მუნიციპალურ პრობლემებზე.

“აუცილებელია, ყველანი იდეის დონეზე გავერთიანდეთ და ეს იდეა არის ჩვენი ქვეყანა და მისი კეთილდღეობა. 2020 გვაძლევს იმის შანსს, რომ პოლიტიკურად ჩაკეტილი წრე გავარღვიოთ, რადგან ამ სისტემის ქვეშ ვერაფრის გაკეთებას ვერ შევძლებთ,”-აღნიშნა ხაზარაძემ.

“ლელოს” ლიდერმა ქვეყნის ეკონომიკურად განვითარების გზებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო რეგიონში მთავარ ეკონომიკურ ძალად უნდა გადაიქცეს.

“აუცილებელია საგარეო პოლიტიკაში ჩვენი დიპლომატიის გაძლიერება, რათა მოვახერხოთ განვითარება, რომელსაც ყველა ჩვენგანი იგრძნობს. “ლელოს” მიზანია, საქართველო კავკასიაში და რეგიონში წამყვანი ეკონომიკის მქონე ქვეყნად გადაიქცეს; ასევე, მედიცინის მიმართულებით უნდა განვავითაროთ ჩვენი ქვეყანა, რომელსაც ნამდვილად აქვს ეს პოტენციალი,”-განაცხადა ხაზარაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42