გოცირიძე: ცვლილებებს მხარს არ დავუჭერთ, სანამ რურუა არ გათავისუფლდება
პოლიტიკა - 15:15, 21 Jun, 2020     716

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის პირველი მოსმენით მიღებას მიესალმება.

როგორც მან აღნიშნა, ეს ნიშნავს, რომ შეთანხმების ერთი ნაწილი სრულდება, თუმცა, მისივე თქმით, არსებობს მეორე - პოლიტპატიმრების საკითხი, რომელიც არანაკლებად მნიშვნელოვანია.

დეპუტატის თქმით, სანამ „მთავარი არხის“ მეწილე გიორგი რურუა პატიმრობაშია, „ნაციონალური მოძრაობა“ ბოიკოტის რეჟიმს გააგრძელებს და ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს.

„მივესალმები დეპუტატების ამ გადაწყვეტილებას. ეს არის ძალიან კარგი, ნიშნავს იმას, რომ შეთანხმების ერთი, მნიშვნელოვანი ნაწილი იქნა შესრულებული, მაგრამ არის მეორე ნაწილიც. ჩვენ კვლავ ერთგული ვართ ჩვენი მოთხოვნებისა და ვიცავთ თანმიმდევრულად ჩვენს პოზიციებს. ჩვენ მხოლოდ მაშინ მივიღებთ მონაწილეობას კენჭისყრაში და დავუჭერთ მხარს კონსტიტუციურ ცვლილებებს, თუკი გათავისუფლებული იქნებიან პოლიტიკური პატიმრები და ერთხელ და სამუდამოდ, ქვეყანაში დასრულდება პოლიტიკური დევნა. ჩვენ პატივს ვცემთ ოპოზიციური პარტიებისა და დამოუკიდებელი დეპუტატების გადაწყვეტილებას, რომლებმაც დააზღვიეს ეს პროცესი და არ მისცეს ივანიშვილის მისი მორიგი ტრიუკის გათამაშების შესაძლებლობა. ველოდებით მოთხოვნების შესრულებას. „ქართულმა ოცნებამ“ უნდა შეასრულოს შეთანხმება სრულყოფილად“, - განაცხადა გოცირიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42