ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვოლსკი 20 ივნისის წლისთავზე ექსპრეზიდენტ მარგველაშვილი განცხადებას ეხმაურება.
ვოლსკი ამბობს, რომ მარგველაშვილის განცხადება "მდარე და უზნეო" ტყუილი იყო. ეს შეფასება ვოლსკიმ მარგველაშვილის სავარაუდო მომავალ პოლიტიკურ კარიერაზე საუბრისას გააკეთა და აღნიშნა, რომ პოლიტიკოსი სამართლიანი შეფასების გარეშე ვერ ივარგებს. დეპუტატი საუბრობს იმ განცხადებაზე, სადაც მარგველაშვილმა თქვა, რომ "ხელისუფლება, რომელიც პატრიოტული ლოზუნგებით გამოსულ მოქალაქეებს ტყვიას ესვრის, არ არის დემოკრატი".
"არ ვიცი რამდენი ამომრჩეველი ეყოლება, ყოველ შემთხვევაში, გუშინ ვუსმინე და ძალიან მდარე და უზნეო ტყუილი თქვა იმის თაობაზე, რომ არაფერი არ ხდებოდა 20 ივნისს და სახელმწიფომ იძალადა თავის მოქალაქეებზე. ასეთი ცალმხრივი შეფასების გარდა, კიდევ დამოკიდებულება გამოხატა თავისი, ეტყობა, როგორც მომავალი პოლიტიკური ფიგურისა საერთოდ პოლიტიკური პროცესების მიმართ. სამართლიანი შეფასების გარეშე ვერც ერთი პოლიტიკოსი ვერ ივარგებს, არც მარგველაშვილია გამონაკლისი", - განაცხადა ვოლსკიმ.
მასალის გამოყენების პირობები






