20 ივნისს ქართველმა ერმა უარი თქვა შიშზე და არ შეეგუა უსამართლობას - სოფიო შამანიდი
პოლიტიკა - 13:30, 21 Jun, 2020     725

ლელო საქართველოსთვის წევრი სოფიო შამანიდი გავრილოვის ღამიდან ერთი წლის გასვლას აფასებს:

"ქართველები არასდროს შეეგუებიან ოკუპაციას და შიშს. 20 ივნისის შემდეგ გახსოვდეთ მაკო გომური! გახსოვდეთ ის ქალები, რადგან ისინი არავის აპატიებენ მსგავს შეცდომებს და ყოველთვის წინ აღუდგებიან უსამართლობას!"

შამანიდის სიტყვებით, 20 ივნისი იყო დღე, როდესაც ქართველებმა რუსულ ჩექმაზე და შიშზე უარი თქვეს:

"20 ივნისს მივხვდი, რომ ქართველი ხალხი არ ეგუება რუსულ ჩექმას;
რომ ახალგაზრდებმა კარგად იციან, რა უნდათ; რომ ჩვენ ვერავინ შეგვაშინებს;
რომ აქციის მოთხოვნა შეიძლება იყოს კონკრეტული და შედეგზე ორიენტირებული - პროპორციული არჩევნები და არა აბსტრაქტული "გადადექი"; რომ ჩვენი მთავრობა არაადეკვატური და ძალადობრივია; რომ ძალა ნამდვილად ერთობაშია".

ლელო საქართველოსთვის წევრმა აქციის დროს ქალების როლზეც გაამახვილა ყურადღება და განმარტა, რომ 20 ივნისს რუსთაველზე ქალები გაერთიანდნენ მთავარი მიზნის მისაღწევად და მათ მადლობა გადაუხადა:

"გასული წლის 20 ივნისს ჩემთვის ყველაზე თვალსაჩინო კიდევ ერთი რამ იყო - ქალები! ქალები, რომლებმაც გავრილოვი ააგდეს ჩვენი სკამიდან, ქალები, რომლებიც გაერთიანდნენ მთავარი მიზნის მისაღწევად, ქალები, რომლებიც შვილებთან ერთად მოდიოდნენ აქციებზე, ქალები, რომლებიც ფიზიკურად დაზარალდნენ, მაგრამ არც ერთი წუთით არ დაიხიეს უკან.

დიდი მადლობა მათ - ოპოზიციონერ პოლიტიკოს ქალებს, ჟურნალისტ ქალებს, სირცხვილიას ქალებს, უბრალოდ ქალებს, ვინც არ დაიღალა 3 თვის განმავლობაში. მომავალ, ახალგაზრდების ძალისხმევით მოპოვებული პროპორციული სისტემით მოსულ პარლამენტარებს კი წინასწარ ვეტყვი - გახსოვდეთ მაკო გომური! გახსოვდეთ ეს ქალები, იმიტომ, რომ ქალები არ გაპატიებენ ასეთ შეცდომებს! ქალები ყოველთვის წინ აღუდგებიან უსამართლობას! ქალები ყოველთვის იდგებიან ქვეყნის სადარაჯოზე".





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42