პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა დაიწყო
პოლიტიკა - 12:17, 21 Jun, 2020     483
პროპორციული საარჩევნო სისტემა - პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა დაიწყო.


ცნობილია, რომ "ნაციონალური მოძრაობა" კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ კიდევ ერთხელ განცხადება პარტიის პოლიტსაბჭოს წევრმა სალომე სამადაშვილმა გააკეთა.

"ქვეყნის ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია და მისი ფრაქცია დღევანდელ კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიღებს. თუმცა თუ რაიმე შეიცვლება შემდეგ მოსმენებამდე, ჩვენ გადავხედავთ ჩვენს გადაწყვეტილებას. ჩვენი გადაწყვეტილება დაგვეხმარება და დაეხმარება ქართველ ხალხს და ოპოზიციას, რომ ჩვენ შევძლოთ უახლოეს მომავალში საერთაშორისო ორგანიზაციების აზრის მობილიზაცია, ზეწოლის გაზრდა ბიძინა ივანიშვილზე, რადგან ჩვენ გვესმის რომ ზეწოლის გარეშე ეს ხელისუფლება და ოლიგარქიული რეჟიმი არ აპირებს ქვეყანაში ნორმალური პოლიტიკური პროცესების განვითარების შესაძლებლობის მიცემას", - განაცხადა მან.

რაც შეეხება "ევროპულ საქართველოს " პარტია ცვლილებებს პირველ მოსმენაზე მხარს დაუჭერს. ამის შემდეგ მათ ექნებათ მოთხოვნა, რომ შესრულდეს შეთანმხების ის ნაწილი, რომელიც გიორგი რურუას ციხიდან გამოშვებას გულისხმობს.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს გარანტირებულად აქვს 92 ხმა და ერთადერთი, ვინც მხარს არ უჭერს ამ ცვლილებებს, კახა ოქრიაშვილია.

"კიდევ ერთხელ ვთხოვ ყველა ფრაქციას, მაქსიმალურად გააკეთონ ინფორმირება თაისი წევრების. დღეს გვჭირდება სრული დასწრება და პირველი მოსმენით მივიღებთ ცვლილებებს", - ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე.

ცნობისთვის, დღეს საკონსტიტუციო ცვლილებები რიგგარეშე სხდომაზე განიხილება. ცვლილებების პროექტის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემით 120 პროპორციული, 30 მაჟორიტარული და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება.

კანონპროექტი გულისხმობს ე.წ. 40%-იან ჩამკეტ მექანიზმსაც. კერძოდ, პარტია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40.54%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებას ვერ შეძლებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42