ექსპრეზიდენტი "ლელოს" სიის პირველი ნომერი? - მარგველაშვილი ხაზარაძის გუნდს უერთდება
პოლიტიკა - 11:55, 21 Jun, 2020     1029

"ნიუპოსტის" ინფორმაციით, საქარველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი "ლელოს" გუნდს უერთდება.

მოლაპარაკებები გიორგი მარველაშვილსა და "ლელოს" ლიდერებს შორის უკვე დაწყებულია, დიდი ალბათობით ექსპრეზიდენტი მამუკა ხაზარაძის პოლიტიკურ გაერთიანებაში, სიის პირველი ნომერი იქნება.

თავად მარგველაშვილი აცხადებს რომ მისი პოლიტიკური გემოვნება ახლა ყველაზე ახლოსაა "ლელოსთან" , თუმცა იქნება თუ არა იგი 2020-ის არჩევნებზე სიაში ამ გუნდთან ერთად , იგი აცხადებს, რომ ჯერჯერობით მას ამაზე საუბარი არ სურს.

"მაჟორიტარად კენჭის ყრას არ ვაპირებ. შეთავაზებები და აზრები იყო ბევრი, მაგრამ ეს არ არის ყოველთის ეთერში მოსაყოლი, ვისგან და რანაირად. პოლიტიკური სპექტრის ერთი, ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი გამოიყოს, ის, რაზეც არის ქართული საზოგადოების შეკვეთა. ქართული საზოგადოების შეკვეთა არის ახალ ძალაზე და არა წინა ხელისუფლებაზე, არა კიდევ იმის წინა ხელისუფლებაზე არამედ ახალ, მომავალ ძალაზე. ლელო არის პოლიტიკური ძალა, რომელიც არა მხოლოდ ჩემს ღირებულებებთან არის ახლოს, არამედ იქ არის ჩემი ბევრი ყოფილი თანამებრძოლი" - აცხადებს გიორგი მარგველაშვილი.

"ლელოს" ერთ-ერთი დამფუძნებელი ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ მარგველშვილთან გარკვეული საუბრები აქვთ, იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება მოიგოს ოპოზიციამ არჩევნები, თუმცა იქნება თუ არა იგი ლელოს სიაში ჯაფარიძე ამბობს, რომ ამაზე ჯერჯერობით კონსულტაციები არ მიმდინარეობს.

"მარგველაშვილთან ჩვენ გვაქვს შესანიშნავი ურთიერთობა, ჩვენ ვსაუბრობთ ძალიან მნიშვნელოვან თემებზე ერთად დაა გავაგრძელებთ ამ საუბრებს იმისათვის, რომ წელს ეს ხელისუფლება შეიცვალოს, შეიცვალოს საქართველოს მომავალზე ორიენტირებული ხელისუფლებით. რაც შეეხებაპარტიაში მარგველაშვილის ყოფნაზე, ჩვენ მასთან ამ ეტაპზე საუბრები არ გვაქვს. ასეთი გადაწყვეტილება როცა მიიღება ეს აუცილებლად გახდება ცნობილი საზოგადოებისთვის. ჩვენ გვაქვს მარგველაშვილთან ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საუბრები და ეს საუბრები გაგრძელდება იმისათვის, რომ ჩვენ ხელი შევუწყოთ ამ ხელისუფლების შეცვლას" - აცხადებს ბადრი ჯაფარიძე.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42