"უნდა მივიღო საკუთარი წილი სამართალი... იმის თქმასაც ბედავენ, რომ აღარ ახსოვთ, რა მოხდა 20 ივნისს"- მაკო გომურის ემოციური მიმართვა
პოლიტიკა - 21:15, 20 Jun, 2020     655

გასული წლის 20 ივნისის ღამეს დაზარალებულმა მაკო გომურმა პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე შეკრებილებს ემოციურად მიმართა.

მისი თქმით, ძალიან რთულია მისთვის რუსთაველზე დგომა.

"ძალიან ენერგიულად მოვედი დღეს, რომ ბოლომდე ძალიან კარგად შევძლებდი, თუმცა ახლა ვხდები, ძალიან რთული ყოფილა ისევ, 1 წლის შემდეგ აქ დგომა"- განაცხადა გომურმა და თანადგომისთვის მოსახლეობას მადლობა გადაუხადა.

"ეს საშინელი 1 წელი თქვენთან ერთად გამოვიარე იმიტომ, რომ ყოველთვის გაინტერესებდათ და ყოველთვის დარდობდით, როგორ ვიქნებოდი მე, რა წინსვლა იქნებოდა. ზუსტად 1 წელი გავიდა 20 ივნისიდან. ერთი წლის უკან ასე ვიდექი, ზუსტად იგივე ტანსაცმელი მეცვა და როგორც ახლა ვქმნი რაიმე საფრთხეს თქვენთვის, სამართალდამცველებისთვის ან იმ შენობისთვის, მაშინაც ასეთ საფრთხეს წარმოვადგენდი, თუმცა როგორც ჩანს, ეს არ იყო საკმარისი ერთ-ერთი სამართალდამცველისთვის და მესროლა. მესროლა და გაჩნდა შეკითხვა - რატომ? ეს ის შეკითხვაა, რომელზეც 1 წლის განმავლობაში პასუხი ვერ მივიღე, არადა რეალობა ხომ მარტივია, უნდა მივიღო საკუთარი წილი სამართალი, თუმცა სხვა რეალობაც გვაქვს, რომელიც არის ჩემ წინ პარლამენტის შენობაში, რომლებიც ყოველ წამს ცდილობენ, რომ თავიანთი „ტრიუკებით", თვიანთი რეპლიკებით ჩვენი სახელი გააფუჭონ საზოგადოებაში"- თქვა დაზარალებულმა.

გომურმა სახელისუფლებო ტრიტორიკა მკაცრად გააკრიტიკა:

"იმის თქმასაც ბედავენ, რომ აღარ ახსოვთ, რა მოხდა 20 ივნისს და ჩვენი თვალები არის მეორეხარისხოვანი და პირველხარისხოვანი იყო ის, რომ მათ შტურმი აარიდეს პარლამენტს. კითხვა მიჩნდება - ჩემი თვალის ამოთხრით, გიორგის თვალის ამოთხრით, დათოს თვალის ამოთხრით და უამრავი თვალებით რომელი შტურმი აარიდეს პარლამენტს? რას უშლიდათ იქ ჩვენი დგომა? ჩვენი მშვიდობიანი პროტესტი? უამრავი კითხვაა, რაზეც პასუხები არ მაქვს და ეს კითხვები უფრო და უფრო მატულობს, თუმცა იმედი მაქვს, რომ თქვენთან ერთად ბრძოლით და თქვენი ანთებული გულებით ზუსტად შევძლებ ამ ბრძოლის ბოლომდე მიყვანას და ამბრძოლაში მე ვიქნები გამარჯვებული... ძალიან მიყვარხართ ყველა და ერთი გვახსოვდეს ყველას, არასდროს არ შევეგუებით საქართველოში იმ ქვეყნის ბატონობას, რომელიც დღემდე გვართმევს ტერიტორიებს და დღესაც გვპარავს ადამიანებს“, - განაცხადა გომურმა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42