ერთი წელი, 20 ივნისის სისხლიანი მოვლენებიდან - "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია აცხადებს, რომ ის ადამიანი, ვინც ამ დღეზე იყო ახლა პრემიერია. ხოლო კობახიძე ივანიშვილის სპიკერი.
"დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე. ის ხალხი, ვინც შემოქმედი იყო ამ დღის, ვინც ქვეყანაში სამარცხვინოდ შემოუშვა მტერი, ჩვენი ბევრი გაფრთხილების მიუხედავად , მერე თავზე დაგვასვა და როცა ხალხი გაბრაზდა გამოიყენა დაშვებულზე ბევრად მეტი ძალა ადამიანი, რომელიც ამაზერ პასუხისმგებელი იყო, გახარია ახლა პრემიერია.მეორე პოლიტიკური პასუხისმგებლობის მქონე პირი, კობახიძე ივანიშვილის სპიკერია.
ამ დღისთვის არავინ დასჯილა...კარგი არის ის, რომ ქართველმა ხალხმა 20 ივნისს ძალიან დიდი დსარტყმა მიაყენა რუსეთის პროპაგანდას. ჩვენ არასოდეს დავთმობთ თავისუფლებას და ის, ბოდვა, რომ თავისუფლება თურმე საფრთხეა და არა ყველაზე დიდი მონაპოვარი ეს არ გაუვათ. ჩვენ შემდეგ ეტაპს უნდა მივაღწიოთ არჩევნებზე, რომ აღარასოდეს გვყავდეს ხელისუფლება, რომელიც ხალხს საფრთხეს შეუქმნის.
ბოკერია ასევე ეხმაურება "ოცნების" განცხადებებს იმის შესახებ რომ ხელისუფლებამ მხოლოდ მოიგერია მოქალაქეები და ოპოზიცია დაადანაშაულა მომხდარში. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მმართველი გუნდის აღნიშნულ განცხადებაზე ამბობს, რომ ოცნებას არჩევნებზე ყველა პასუხისმგებლობა მოეხსნება" - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
"იცით რა მოხდება? ჩვენ "ოცნებას " ოვუხსნით ყველა პასუხისმგებლობას არჩევნებზე" - აღნიშნა "ნიუპოსტთან" გიგა ბოკერიამ.
მასალის გამოყენების პირობები






