"ყველა აგებს პასუხს და ეს იქნება მაგალითი მომდევნო ხელისუფლებისთვის... არ შეიძლება მოქალაქეს ხელკეტი ურტყა თავში, როცა ის სუვერენიტეტს იცავს" - ნიკა მელია
პოლიტიკა - 20:14, 20 Jun, 2020     483
"რაც არ უნდა გაჯანჯკდეს გამოძიება ადრე თუ გვიან ლოგიკურ დასასრულამდე აუცილებლად მივა და ეს იქნება შემდეგი ხელისუფლების პირობებში"- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს ხელმძღვანელმა ნიკა მელიამ "ნიუპოსტის" კითხვის საპასუხოდ განაცხადა.


მისი თქმით მოქმედი ხელისუფლება საკუთარ თავს ვერ დასჯის.

"ბატონი ივანიშვილი საკუთარ თავს ხომ არ გამოუყვანს წირვას? მაგრამ ძალიან მალე დადგება დრო, როცა ეს ადამიანები აგებენ პასუხს როგორც პოლიტიკურს ასევე სამართლებრივს და იცით რატომ იქნება ეს კარგი? ეს მაგალითი იქნება მომდევნო ხელისუფლებისთვის, რომ მან აღარ დაუშვას მსგავსი შეცდომა. არ შეიძლება საკუთარ ერს დაუპირისპირდე. არ შეიძლება ეროვნულ საკითხთან დაკავშირებით მოქალაქეს ხელკეტი თავში ჩაარტყა, როცა ის თავისუფლებისა და სუვერენიტეტის დაცვას ცდილობს.

არ შეიძლება ხელისუფლება დაუპირისპირდეს ხალხს და მას ხელკეტი ურტყას, რომელიც აპროტესტებს გავრილოვის პარლამენტში მიყვანას, რომელმაც რუსული პოლიტიკური ენით ისაუბრა საკანონმდებლო ორგანოში. დარწმუნებული იყავით, რომ ყველა აგებს პასუხს"- უთხრა "ნიუპოსტს" მელიამ.

მისი თქმით, ხელისუფლება თავის მართლების რეჟიმშია და იმასაც კადრულობენ, რომ "გიორგი გაბუნიას მკვლელობა "ნაციონალური მოძრაობის" ინტერესში იყო".

"მათი მორალური ზღვარი და ზნეობა საერთოდ მოშლილია. ადამიანს უნდა ჰქონდეს ზნეობა, რომ საკუთარი საქციელი აწესრიგო და უკადრებელი არ იკადრო. ამ ხელისუფლება არათუ პოლიტიკური უნარ-ჩვევები დაუბლაგვდა, ზნეობა აქვს დაკარგული. აბსოლუტურად ყველაფრისთვის მზად არიან. და რატომ გიკვირთ, რომ 20 ივნისის დანაშაულს აბრალებენ სხვას"- თქვა "ნიუპოსტთან" ნიკა მელიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42