აქციას საზოგადოების წარმომადგენლები შეუერთდნენ, ადგილზე მომღერალი ნინო ქათამაძე მივიდა.
აქციის მონაწილეებს შვილმოკლული მამა მალხაზ მაჩალიკაშვილიც შეუერთდა.
რუსთაველის გამზირზე სპეციალური ნიშნებულია დამონტაჟებული, რომელზეც ვლადიმერ პუტინის ფოტოა გამოსახული.
ადგილზე ასევე მოტანილია სადეზინფექციო ხსნარები და პირბადეები, რაც იმას ნიშნავს, რომ აქცია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდეციების დაცვით მიმდინარეობს.
2019 წლის 20 ივნისს ათობით ათასი მოქალაქე პარლამენტის შენობის წინ აპროტესტებდა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატის გავრილოვის ვიზიტს, რომელსაც საქართველოს ხელისუფლებამ როგორც სტუმარს უმასპინძლა. ოპოზიციონერი დეპუტატების პროტესტი მოჰყვა გავრილოვბის ხილვამ პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში, რასაც მწვავე პროტესტი მოჰყვა. ოკუპანტის წინააღმდეგ გამოსვლები საღამოს რუსთაველის გამზირზე ხალხმრავალი აქციით გაგრძელდა. ოპოზიცია და აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან კობხიძის გადადგომას ითხოვდა, რასაც დაემატა საარჩევნი სისტემის ცვლილება. ხელისუფლებამ იმავე ღამეს აქციის მონაწილეები სასტიკად დაარბია. მომიტინგეების წინააღმდეგ სპეცდანიშნულების რაზმმა მხუთავი აირი და რეზინის ტყვიები გამოიყენა, რის შემდეგაც ათეულობით მოქალაქე დაშავდა, ორმა ახალგაზრდამ კი დამიზნების სროლის შედგად თვალი დაკარგა. დაშავდნენ ჟურნალისტები, რომლებიც აქციაზე პროფესიულ მოვალოებას ასრულებდნენ. სპეცდანიშნულების რაზმის წევრები ფაქტობრივად დაშლილ აქციას და მშვიდობიან მომიტინგეებს დილამდე არბევდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ.
20 ივნისის აქციას სიმბოლურად „გავრილოვის სისხლიანი ღამე“ ეწოდა.
მასალის გამოყენების პირობები






