21 ივნისს საოცარი სანახაობის მზის წრიული დაბნელების მომსწრეები გავხდებით. იგი მაშინ ხდება, როდესაც მზე, მთვარე და დედამოწა ერთ ხაზზე იმყოფებიან, მაგრამ მთვარე დედამიწისგან ყველაზე შორს მდებარეობს და მზეს სრულად ვერ ფარავს. შედეგად, მზე გამოიყურება როგორც ცეცხლოვანი რგოლით შემორტყმული ბნელი დისკო.
მზის წრიული დაბნელება ყოველწლიურად ხდება, ბოლოს ეს მოვლენა 2019 წლის 26 დეკემბერს დაფიქსირდა. წელს მზის წრიულ დაბნელებას დედამიწის აღმოსავლეთ ნახევარსფეროს ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილში მცხოვრები მოსახლეობა ნახავს.
21 ივნისს ცეცხლოვანი რგოლის ნახვა ყველაზე კარგად ცენტრალური აფრიკიდან და აზიიდან, კერძოდ ინდოეთიდან იქნება შესაძლებელი. სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში და ავსტრალიის ჩრდილოეთ ნაწილში, ასევე საქართველოშიც, დაბნელება ხილული მხოლოდ ნაწილობრივ იქნება.
NASA ამ მოვლენის ტრანსლირებას 21 ივნისის დილის 9 საათიდან დაიწყებს.
ვიდეო, რომელიც მზის წრიულ დაბნელებას ასახავს, 2013 წლის მაისში, დასავლეთ ავსტრალიაშია გადაღებული.
მასალის გამოყენების პირობები






