უკრაინული ვებგვერდის მიერ გავრცელებულ ჩანაწერს, რომლის ავთენტირობა დადგენილი არ არის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური შეისწავლის.
საუბარია გაურკვევლობის წარმომავლობის ფარულ ჩანაწერზე, სადაც უკრაინული გამოცემის მტკიცებით, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილისა და საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილის საუბარია ასახული
„გამოძიება დაინტერესდება ყველა იმ გარემოებით, რაც შესაძლოა, მიმდინარე საქმეს უკავშირდებოდეს, მათ შორის გავრცელებული ჩანაწერით“, – აცხადებენ სუს-ის პრესსამსახურში.
უკრაინულმა ვებგვერდმა obozrevatel.com-ი ირწმუნება, რომ მიხეილ სააკაშვილისა და საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილის სატელეფონი საუბრის ჩანაწერი ჩაუვარდათ.,
ვებგვერდის ინფორმაციით, ჩანაწერში მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ადეიშვილი ტელეკომპანია „მთავარის“ დირექტორ ნიკა გვარამიასა და ტელეწამყვან გიორგი გაბუნიაზე საუბრობენ.
მასალის გამოყენების პირობები






