ბაჩო ახალაიასა და მეგის ქარდავას განაჩენს პროკურატურა გაასაჩივრებს
სამართალი - 11:46, 13 Nov, 2013     1902

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიასა და სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას მიმართ ციხის ბუნტის საქმეზე გამოტანილი განაჩენი სააპელაციო წესით გასაჩივრდება. ამასთან დაკავშირებით პროკურატურამ განცხადება გაავრცელა:

"2013 წლის 28 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ დაასრულა განხილვა ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე და ბრალდებულები: ბაჩანა ახალაია, რევაზ ჭარბაძე, დავით ჭაკუა და მეგის ქარდავა დამნაშავეებად სცნო დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ჩადენაში (სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა", "ბ", "დ", "ე" და "ზ" ქვეპუნქტები), ხოლო ამავე ეპიზოდში, დანაშაულთა ერთობლიობით წარდგენილი ბრალდება, მათ მიერვე სამსახურებრივი უფლებამოსილების დამამძიმებელ გარემოებებში გადამეტებისათვის (სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" და "გ" ქვეპუნქტები) მოუხსნა ოთხივე ბრალდებულს.

ამავე განაჩენით, სასამართლომ, ბაჩანა ახალაია და მეგის ქარდავა გაამართლა მეორე დამოუკიდებელ ეპიზოდში, რომელიც ეხებოდა ერთ-ერთი მსჯავრდებულის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან უკანონოდ გაყვანას და ასევე იყო დაკვალიფიცირებული სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით (სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილი).

ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ ბაჩანა ახალაიას და მეგის ქარდავას გამართლება მეორე ეპიზოდში უკანონო და დაუსაბუთებელია და ეწინააღმდეგება საქმეზე შეკრებილ ბრალდების დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებებს, რის გამოც პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 28 ოქტომბრის განაჩენს გაასაჩივრებს ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში და მოითხოვს ბაჩანა ახალაიასა და მეგის ქარდავას დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილითაც", - აღნიშნულია მთავარი პროკურატურის განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42