"შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ მომენტისთვის ხმები არის საკმარისი და ოდნავ მეტიც, რომ მივიღოთ საკონსტიტუციო ცვლილებები" - არჩილ თალაკვაძე
პოლიტიკა - 13:07, 20 Jun, 2020     426

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად "ოცნებას" საკმარისი ხმები აქვს.

„ამ მომენტისთვის ხმები არის საკმარისი და ოდნავ მეტიც, რომ მივიღოთ საკონსტიტუციო ცვლილებები -ამას სჭირდება 113 ხმა, აქედან 92 არის საპარლამენტო უმრავლესობის ხმები, ცვლილებებს ასევე მხარს უჭერენ "კონსერვატორები", „დამოუკიდებელი დეპუტატები", „პატრიოტთა ალიანსი" - ეს ჯამში, 117 ხმაა დღეის მდგომარეობით" - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ „რუსთავი 2" -ის პირდაპირ ეთერში განაცხადა.

არჩილ თალაკვაძემ საკონსტიტუციო ცვლილებებსა და კენჭისყრაში მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, კონსტიტუციურ კანონის პროექტს უმრავლესობის გარდა, მხარს უჭერენ სხვა პოლიტიკური სუბიექტებიც, გარდა „ნაციონალური მოძრაობისა" და „ევროპული საქართველოსი".

„სხვა პოლიტიკური ჯგუფები, გარდა „ნაციონალური მოძრაობისა" და „ევროპული საქართველოსი", რომლებმაც, სხვათა შორის, აიღეს პირდაპირი პასუხისმგებლობა საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერაზე და ჯერჯერობით, როგორც ჩანს, არ ასრულებენ ამ პასუხისმგებლობას.

პრაქტიკულად ყველა პოლიტიკურ ჯგუფთან გვქონდა პირადი კომუნიკაცია და ჯამში 117 ხმა დღეის მდგომარეობით მობილიზებულია. ეს ხმები არის საკმარისი რომ მივიღოთ ცვლილებები",-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, თუ „ნაციონალური მოძრაობა" და „ევროპული საქართველო" საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერენ, ისინი თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდაბიან და ეს საპარლამენტო არჩევნებში მათ შედეგზე უარყოფითად აისახება. ისინი უპასუხსიმგებლო, დესტრუქციული ოპოზიციის ნიშას საბოლოოდ გაიფორმებენ" - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42