ივნისის მოვლენებზე-ძალადობაში მონაწილე არცერთი სამართალდამცავი არ დასჯილა
პოლიტიკა - 12:00, 20 Jun, 2020     482
„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი [EMC]“ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებიდან ერთი წლის შემდეგ, გასული წლის 20 ივნისს საპროტესტო აქვიის დარბევისას სახელმწიფოს რეაგირების შესახებ საუბრობს და წერს:


"საზოგადოებას დღემდე არ აქვს პასუხები აქციის დაშლის დაგეგმვისა და აღსრულების პროცესში ფუნდამენტური უფლებების დარღვევებზე პოლიტიკურად და სამართლებრივად პასუხისმგებელი პირების შესახებ“.

EMC-ის შეფასებით, ორ უწყებაში პარალელურად მიმდინარე გამოძიების შედეგები ერთი წლის შემდეგ აჩვენებს, რომ ხელისუფლებამ აქციის ჭარბი საპოლიციო ძალის გამოყენებით დაშლის შემდგომ, პასუხისმგებლობა არსებითად მოქალაქეებს დააკისრა და დემონსტრანტების მიმართ ძალადობაში მონაწილე არცერთი სამართალდამცავი, ფაქტობრივად, არ დასჯილა:

„საზოგადოებას დღემდე არ აქვს პასუხები აქციის დაშლის დაგეგმვისა და აღსრულების პროცესში ფუნდამენტური უფლებების დარღვევებზე პოლიტიკურად და სამართლებრივად პასუხისმგებელი პირების შესახებ.“

როგორც საზოგადოებისთვისაა ცნობილი, რუსთაველის გამზირზე ანტისაოკუპაციო აქციის გამართვას წინ უძღვოდა საქართველოს პარლამენტის შენობაში თავმჯდომარის სავარძელში რუსი დეპუტატის – გავრილოვის გამოჩენა.

ხელისუფლებამ ფართომასშტაბიანი პროტესტი 20 ივნისის საღამოს, აქციის მონაწილეთა გარკვეული ნაწილის პარლამენტის შენობაში შესვლის მცდელობის შემდეგ, ჭარბი და არაპროპორციული საპოლიციო ძალის გამოყენებით დაშალა: „ რა დროსაც მასობრივად დაირღვა აქციაზე მყოფთა ფუნდამენტური უფლებები.“

ნტისაოკუპაციო შეკრება-მანიფესტაციის შეწყვეტის მასშტაბურ საპოლიციო ღონისძიებებში, საერთო ჯამში, მონაწილეობა შინაგან საქმეთა სამინისტროს 5000-მდე თანამშრომელმა მიიღო. სამართალდამცავებმა, მომიტინგეთა მიმართ, ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლის გარდა, არალეტარული ჭურვების სახით 12-კალიბრიანი და 38-მილიმეტრიანი 800-მდე რეზინის ტყვია ისროლეს. ოფიციალური მონაცემებით, 20-21 ივნისს 275 ადამიანი დაზარალდა, მათ შორის იყო 187 სამოქალაქო პირი, 40-მდე ჟურნალისტი, 73 პოლიციის თანამშრომელი.

20 ივნისს გამართული ანტისაოკუპაციო აქციის შეწყვეტის შემდგომ მომხდარ მოვლენებზე გამოძიება ორმა უწყებამ პარალელურად დაიწყო – შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის მონაწილეების მხრიდან სავარაუდო ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე რეაგირების სახით, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ კი – შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეების მხრიდან აქციის დაშლის დროს უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების სავარაუდო შემთხვევებზე.

შსს-ში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დღემდე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო აქციის 17 მონაწილის მიმართ, ასევე ბრალდებულად ცნეს პარლამენტის წევრი ნიკანორ მელია და პოლიტიკოსი ირაკლი ოქრუაშვილი. აქციის მონაწილეთა მიმართ, პროკურატურის თავდაპირველი შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ 16 დაკავებულს პატიმრობა, ერთ პირს კი აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა. მოგვიანებით, 8 ბრალდებულის მიმართ, პატიმრობა გირაოთი შეიცვალა. ამავე საქმეზე, დაზარალებულად ცნობილია 68 პოლიციელი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში, 20-21 ივნისის მოვლენებზე მოქალაქეთა მხრიდან ჯგუფურ ძალადობაზე გამოძიების წარმოების პარალელურად, გენერალურმა ინსპექციამ დაიწყო სამსახურეობრივი შემოწმება, სამინისტროს მოსამსახურეთა მიერ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის დაშლისას და შემდგომ ჩადენილი დარღვევების ფაქტებზე. შედეგად, დღემდე, დისციპლინური პასუხისმგებლობა დაეკისრა სამინისტროს 11 მოსამსახურეს.

სამართალდამცავების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების გადამეტების სავარაუდო ფაქტებზე, საგამოძიებო უწყებამ, ერთი წლის განმავლობაში, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტროს 3 თანამშრომლის მიმართ. ბრალდებულთა საქმეები, ამ დრომდე, სასამართლოში განიხილება. ბრალდებულთაგან ორი მათგანი გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული, ერთი პირი კი იმყოფება პატიმრობაში. ამავე საქმეში, დაზარალებულის სტატუსი, სპეციალური საშუალებებით ჯანმრთელობის დაზიანებისა თუ დაკავების დროს სამართალდამცავთა მხრიდან ძალადობის გამო, მინიჭებული აქვს სულ 8 მოქალაქეს.

საქმის მოცულობის, მრავალრიცხოვანი მტკიცებულებების მოპოვების, მათი სათანადოდ შეფასების სირთულის მიუხედავად, გამოძიების დაწყებიდან ერთი წლის ვადაში საგამოძიებო ორგანოს გადადგმული უნდა ჰქონდეს მნიშვნელოვანი ნაბიჯები მომხდარის სრული სურათის აღდგენისთვის, გამოკვეთილი უნდა იყოს 20 ივნისის აქციაზე ჭარბი საპოლიციო ძალით დაშლაზე პასუხისმგებელ პირთა წრე. ამის მიუხედავად, გამოძიების შედეგები, პასუხისმგებლობის დაკისრება მხოლოდ დაბალი რანგის პოლიციელებზე, ადგილზე მყოფიხელმძღვანელი პირების როლისა და ქმედებების ბუნდოვანება, საქმეზე დაზარალებულად ცნობილთა სიმცირე, ნდობას აცლის მიმდინარე გამოძიების ობიექტურობას.

ერთი წლის განმავლობაში, პოლიციის ძალადობაზე სუსტი რეაგირების ფონზე, აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ წარმოებული გამოძიების ინტენსივობა და წინასწარი პატიმრობის გამოყენების მაღალი მაჩვენებელი, მიუთითებს ხელისუფლების მხრიდან პროტესტის მონაწილეთა მიმართ ანგარიშსწორების მცდელობაზე – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42