მაკო გომური: „გახარია... სიმართლეს ვერ მოკლავ ჩემში... არასდროს ვუსურვებ შენს შვილებს იგივეს... კობახიძე... 200 ნაცის დათვლა არ დაგავიწყდეს... მახსოვს და ერთი თვალითაც გხედავ უფრო კარგად...“
სოც.მედია - 02:01, 20 Jun, 2020     2713

„გახარია... რამდენიც არ უნდა აპრავო რომ ჩვენი თვალებით შტურმი აარიდე მაგ წყეულ შენობას, სიმართლეს ვერ მოკლავ ჩემში, ვერც ხალხში“ - 20 ივნისის ღამეს იხსენებს და გახარია-კობახიძეს ემოციური პოსტით მიმართავს მაკო გომური, რომელმაც „გავრილოვის სისხლიან ღამეს“ სპეცრაზმის მიერ ნასროლი ტყვიის შედეგად თვალი დაკარგა.

მაკო გომურის მიერ სოციალურ ქსელ ფეისბუქში გამოქვეყნებულ პოსტს „ნიუპოსტი“ უცვლელად გთავაზობთ:

„20 ივნისი

20 ივნისი

20 ივნისი

მთელი ერთი წელია,ამის გარდა არაფერი ტრიალებს გონებაში.

ბევრ რამეს ვუშვებ,ბევრ რამეზე ვიწყებ ფიქრს,ბევრ რამეს ვაკეთებ,მაგრამ 20 ივნისზე ფიქრით იწყება დღე და მთავრდება.

ვინ იყო მაკო 20 ივნისამდე?

ბავშვობაში,მახსოვს,მამაჩემი ხეების ტოტებს დასდევდა,რაც გამოშვერილი იყო,ამტვრევდა-თვალი არ იტკინოვო.

უფრო ძალიან ადრე, სამსახურში მიდიოდა,მოტრიალდა,თვალებზე მაკოცა,წავიდა,გავეკიდე,თან ხელში ნაფოტი მეჭირა,წავიქეცი და ნაფოტზე თვალის ქვედა მხარე დავარტყი.შრამი ახლაც მაქვს იმ დიდ შრამებთან ერატად.მაშინ გადავრჩი.

გავიზარდე, გავხდი ჩვეულებრივი გოგო,თავისი ცხოვრებით,უნივერსიტეტითა და სამსახურით და ზოგჯერ ცოტა გართობებით,თუ დრო დარჩებოდა.

ცოტა არეული გოგო,მაგრამ წყნარი ცხოვრებით.

ვინ გახდა მაკო 20 ივნისის შემდეგ?

,,ეს ის გოგოა,აი რუსთაველზე რომ თვალი ამოსთხარეს”

გავლისას უკან გამოყოლებული ფრაზა.

იცით,რა ცუდი მოსასმენია?

არა არ იცით,მარტო იმათმა ვიცით,ვისაც რუსთა ველზე თვალი ამოგვთხარეს.

და რის გამო?

ან ვის გამო?

ან ვინ?

ან რატომ?

რას ვუშავებდი?

რას ვაშავებდი?

კითხვები,მხოლოდ კითხვები.

პასუხების გარეშე.

კითხვები,რომელიც გჭამს,ტვინს გიჭამს,ქაოსს ქმნის.

ქაოსს,რომელსაც 1 წელია ვერ დავაღწიე თავი.

გარეთ ასეთი ვარ-ლაღი, კარგი, მხიარული, ათასი და კიდევ ათიათასი სისულელე.

სინამდვილეში, ყოველთვის დიდი ქაოსია თავში, გონებაში.

რადგან უსამართლობაა ყოველ ფეხის ნაბიჯზე.

რადგან ზოგჯერ შენი არ ესმით და გინდა გააგებინო.

რადგან გინდა იყვირო,ისე იყვირო,როგორც ტყვიის მოხვედრისას დავიყვირე,როგორც 2 დღის უკან ფეიერვერკის გასროლისას დავიყვირე,შემეშინდა და ძალიან დავიყვირე.

ხო,20 ივნისის შემდეგ ბევრი შიში გაჩნდა.

ზოგჯერ პარლამენტთან მექანიკურად სწრაფად ჩავივლი ჰოლმე.

გასროლის ან შეჯახების ხმის დროს ვიმალები.

როდესაც ვინმე მაკვირდება,მასაც ვემალები ჰოლმე.

არ ვიცი,რამდენ ხანს გაგრძელდება ეს.

შენ ძლიერი ხარ

სადაც აქამდე მოხვედი,ცოტაც რა

დაიკიდე რას გეტყვიან

ხო,აქამდე მოვედი,ზუსტად ვიცი ბოლოშიც გავალ,ისიც ვიცი,ბოლო უჯრედიდან გამოვიღებ ძალას.

ხალხი?

მათიც მესმის, დაღლილია, დათრგუნულია, ვეღარ იგებენ ვინ მართალია, რომელია სწორი გზა და ა.შ.

იმ ქალისაც მესმის, პარლამენტის წინ ბლოგის ჩაწერის დროს ,,ნაციონალისტი” რომ მეძახა.

შეიძლება, ჩვენი ბრალიცაა.

საკმარისად ვერ ვაჩვენეთ,ვერ დავანახეთ ხალხს სიმართლე და სწორი გზა,არ ვიცი.

უბრალოდ გული მწყდება,როდესაც უსამართლოდ ჩემსკენ გამოსროლილ სიტყვებს ვიგებ.

რადგან ასე არაა.

და ამის ყვირილიც მინდა ზოგჯერ,რომ არავისტი არ ვარ.

მე ვარ 19 წლის ბავშვი,რომელსაც უსამართლოდ ესროლეს და ეძებს სამართალს.

რადაც არ უნდა დამიჯდეს ვიპოვი.

ისიც ვიცი,ხშირად მომაძახებენ რომ მე ვლაპარაკობ მაინც და იმათმა რა ქნან, ვინც ვეღარასდროს დაილაპარაკებს.

რომ მე ვითხოვ მაინც და იმათმა რა ქნან,ხმა რომ არ ამოაღებინეს.

რომ მე ვიბრძვი და მათ ბრძოლის უფლებაც წაართვეს.

რომ მე მიმკურნალეს მაინც და ისენი ცოცხალ-მკვდრები მიატოვეს.

და როდემდე?

ასე უნდა შევეგუოთ მომავალშიც ძალადობას?

მე არ ვაპირებ.

თუნდაც ბრძოლის ბოლოს სულ მარტო დავრჩე,ბოლო წამამდე ვიზამ იმდენს,რომ საკუთარი სამართალი ვიპოვო.

არ ვიცი,როგორი 1,5,10,20,50 წელი იქნება მომავალში.

სად ვიქნები ან რას გავაკეთებ.

ერთი ვიცი, ყოველთვის ვეცდები, ვიყო ბოლო ვისაც ამ ქვეყანაში თვალებს ამოსთხრიან.

ეს ფოტო იცით ალბათ, ბოლო ფოტოა სადაც ორივე საკუთარი თვალი მაქვს.

ის ხელი ჩემი დისაა.

რომ ჩამკიდა, აღარ გაუშვია ოცი ივნისის შემდეგ.

გახარია რამდენიც არ უნდა იძახო, რომ არ გახსოვს რა მოხდა და გავიწყდება, რამდენიც არ უნდა აპრავო რომ ჩვენი თვალებით შტურმი აარიდე მაგ წყეულ შენობას, სიმართლეს ვერ მოკლავ ჩემში, ვერც ხალხში. არასდროს იგივეს არ ვუსურვებ შენს შვილებს. მიახლივებულსაც კი. შენ კი იმას გისურვებ ორი თვალით დაინახო ის, რასაც მე ვხედავ ერთით. იქნებ შეძლო.

ხვალ მივალ ისევ იქ, ვინც არ უნდა მოვიდეს, რომელმა პოლიტიკოსმაც არ უნდა ილაპარაკოს, მივალ და ჩემს წილ პროტესტს გამოვხატავ და ჩემს სათქმელს იქაც გეტყვით.

მახსოვს და ერთი თვალითაც გხედავთ, უფრო კარგად, ვიდრე აქამდე.

ირაკლი კობახიძე / Irakli Kobakhidze 200 ნაცის თავის დათვლა არ დაგავიწყდეს, თუ მეტის თვლა არ იცი, დაგეხმარები და ერთად ვითვალოთ.

ხვალამდე“ - წერს მაკო გომური.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42