ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, რომელიც გლდანის საარჩევნო ოლქში ოპოზიციის საერთო მაჟორიტარი კანდიდატი იქნება, ამბობს, რომ ოცნების ხელისუფლებას „ნდობის ვიტუმი ამოწურული აქვს“ და ივანიშვილს მოსახლეობის სახით მოკავშირე არ ჰყავს.
„2020 წელს ისტორიის სწორ მხარეს დადგება გაცილებით მეტი მუხიანელი, გლდანელი, ავჭალელი, საბურთალოელი, ვერელი, ვაკელი... ნდობის ვოტუმი არის განულებული, ივანიშვილის ხელისუფლებაში დარჩენა ნიშნავს, რომ მურუსიძე უნდა დარჩეს 2041 წლამდე, ჩინჩალაძე უნდა დარჩეს 2037 წლამდე და ივანიშვილის პირადი მოსამსახურე, უზენაესი სასამართოს თავმჯდომარე თადუმაძე უნდა დარჩეს 2035 წლამდე. ამიტომაც ვარ დარწმუნებული, რომ ვერცერთი ოპოზიციური პარტია ივანიშვილს ვერ შეუქმნის კოალიციას საჭიროების შემთხვევაში, რადგან დემოკრატიული საზოგადოებრივი ტალღა წალეკავს ნებისმიერს, ვინც ოლიგარქთან გვერდით დადგება. ამ ქვეყნის შვილებს და შვილიშვილებს ვერ მოპარავენ მომავალს. ეს ის შემთხვევაა, როცა ხალხის წინააღმდეგ ვერავინ წავა. იავნიშვილს იდეური მოკავშირე არ ჰყავს, მას ჰყავს ანგარებითი მოკავშირები, ფულს შოულობენ, კორპუსებს აშენებენ... ეს არის მისი ვიწრო წრე, რომელიც ოლგარქიას ახასიათებს, დანარჩენები არიან გაღარიბებული და უნდათ, მოქალაქეები ამას შეაჩვიონ, ისე, როგორც ეს იყო შევარდნაძის დროს, როცა ხალხი უშუქობნას და უგაზობას შეეგუა და გზას ამისთვის არავინ კეტავდა“ - აცხადებს მელია.
ოპოზიციის ლიდერი ამბობს, რომ ეს არჩევნების მისთვის გამოწვევაა, სადა დაპირისპირება მოუწევს „სუს-თან კავშირში მყოფ კრიმინალებთან“, რომელიც მელიას თქმით, ხელისუფლების ერთადერთი დასაყრდენია.
„ასეთი ენთუზიაზმისგან და მოტივაციისგან დაცლილი, დაღლილი ხელისუფლება ამ ქვეყანას არ ჰყოლია. შევარდნაძის ხელისუფლებაც კი, უფრო დინამიური იყო, კორუმპირებული, მაგრამ დინამიური იყო. ძინავთ და სადაც არ ძინავთ იქ ფულს აკეთებენ“ -განაცხადა ნიკა მელიამ.
მასალის გამოყენების პირობები






