ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა გიორგი გაბუნიას წინააღმდეგ დაგეგმილ მკველელობას ეხმაურება და ამბობს, რომ ევროკავშირი ამ ფაქტს სათანადო ყურადღებას მიაქცევს.
ფოტიგა აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინის მხრიდან ეს არის პოლიტიკური ვენდეტა. რუსეთის ლიდერი იმიტომ უსწორდება ქართველ ჟურნალისტს, რომ მან გაბედა და პუტინი გააკრიტიკა.
"ეს საქმე უკვე ბევრი ევროპარლამენტარისთვისაა ცნობილი, ამიტომ ჩვენ გვექნება საერთო ქმედებებიც. ვიცით, რომ რუსეთის მოქალაქე, ინგუში, კადიროვის დავალებით გიორგი გაბუნიაზე თავდასხმას ცდილობდა. გიორგი გაბუნია კი ცნობილია პუტინისადმი თავისი კრიტიკული დამოკიდებულებით. ეს არის პოლიტიკური ვენდეტა, ამიტომ ამ საქმეს ყველა დიდ ყურადღებას ვაქცევთ და ვაკვირდებით ქართველი სამართალდამცავების ქმედებებს, რომლებმაც საქმე ბოლომდე უნდა გახსნან. გვინდა, რომ ქართველმა გამომძიებლებმა გაარკვიონ ყველაფერი, მაგრამ საერთაშორისო საზოგადოება მზადაა დასახმარებლად. ვლადიმერ პუტინი, იმის ნაცვლად, რომ კორონა კრიზისის გადალახვაზე იყოს კონცენტრირებული, ვხედავთ, რომ სხვა სუვერენული ქვეყნების მოქალაქეებს ემუქრება", - ამბობს ფოტიგა.
მასალის გამოყენების პირობები






