8 მარტის ისტორიული შეთანხმება - ფასილიტატორი ელჩების ერთობლივი განცხადებასა და გზავნილებს ოპოზიციაში ეხმაურებიან.
ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ ერთადერთი, ვისაც შეუძლია საკონსტიტუციო ცვლილებები გადაარჩინოს და 8 მარტის შეთანხმება ჩაითვალოსშესრულებულად ეს არის ბიძნა ივანიშვილი. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ის განცხადებები, რომელებიც გაკეთდა ელჩების მრიდან არის ძალიან მნიშვნელოვანი. მათი თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებებს რომ მხარი დაუჭიროს ოპოზიციამ 8 მარტის შეთანხმება უნდა იყოს სრულად შესრულებული. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ 8 მარტის შეთანხმება სესრულებულად არ ჩაითვლება თუ კი გიორგი რურუა კვლავ საპატიმროში დარჩება."ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, ფასილიტატორებს ჰქონდათ უმნიშვნელოვანესი გზავნილები. მისი თქმით, თუკი ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი, რაღაც დროის მანძილზე არ შეასრულებს დადებულ პირობას - რურუას გათავისუფლებას, ეს საკითხები მუდმივად დღის წესრიგში იქნება.
"ეს ის არის, რაზეც ქართული საზოგადოების წინაშე ივანიშვილმა პირობა დადო და ეს პირობა დღემდე არ შესრულებულა. ჩვენ მადლობელი ვართ საქართველოს მეგობრების. თუკი ივანიშვილის რეჟიმი რაღაც დროის მანძილზე ამ პირობას არ შეასრულებს, კერძოდ, დარჩენილ პოლიტპატიმარს გიორგი რურუას გათავისუფლებას, ეს საკითხი მუდმივად დღის წესრიგში იქნება. ჩვენი საერთო ამოცანაა, რომ ეს საკითხი გადაწყდეს, ვითარება დარეგულირდეს, სრულფასოვნად მივიღოთ მონაწილეობა საკონსტიტუციო ცვლილებებში, შემდეგ იყოს შედარებით ნორმალური კამპანია და მერე ყველა შეეგუოს, მათ შორის პირველ რიგში, ივანიშვილი ამომრჩევლის ვერდიქტს. ეს არის ჩვენი ამოცანა...სამწუხაროდ, ამ ვითარების გასაღები ივანიშვილის ხელშია, სანამ ისინი ხელისუფლებაში არიან. მის ხელშია რურუას გამოშვება, ხმების მიცემა საკონსტიტუციო ცვლილებისთვის. ჩვენ ძალიან მოწადინებული ვართ, ისევე როგორც საქართველოს მეგობრები, რომ ამ საკითხში მონაწილეობა მივიღოთ, ოღონდ სანამ ეს ხელისუფლება არ შეიცვლება, გასაღები ივანიშვილის ხელშია. ჩვენი წილი პასუხისმგებლობა ისაა, რომ ამაში მონაწილეობის მიღება გვსურს, ოღონდ ჯერ-ჯერობით შეთანხმება შესრულებული არ არის",- განაცხადა გიგა ბოკერიამ.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი , რომან გოცირიძენ აცხადებს, რომ "ქართულ ოცნებაში" გადაწყვეტილების მიღება ერთ ადამიანზეა დამოკიდებული და რაც ბიძინა ივანიშვილს უნდა, იმ გადაწყვეტილებას მიიღებენ.
"მოუწოდებენ მხარეებს, რვა მარტის შეთანხმების სრულყოფილად შესრულებისკენ. ეს ნიშნავს, რომ კვლავ გრძელდება ქვეყანაში პოლიტიკური დევნა და არ არის გათავისუფლებული ყველა პოლიტიკური პატიმარი. რაც შეეხება მოწოდებას, რომ კენჭისყრაში მიიღოს ოპოზიციამ მონაწილეობა, ეს ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ისინი არ ენდობიან ბიძინა ივანიშვილს. არსებობს რისკები, ეს იმ დასკვნის გამოტანის საფუძველს გვაძლევს, რომ გადაწყვეტილების მიღება დამოკიდებულია ერთ ადამიანზე. ხმები აქვთ, უნდათ - გაიტანენ, არ უნდათ - ჩააგდებენ. 27 წარმომადგენელი შევა ოპოზიციის? 28-ს მოძებნიან "ქართულ ოცნებაში". გადაწყვეტილება იქნება ის, რაც უნდა ბიძინა ივანიშვილს" - ამბობს რომან გოცირიძე.
შეგახსენებთ, რვა მარტის შეთანხმების შესრულებასთნ დაკავშირებით, ერთობლივი განცხადება გაავრცელეს პოლიტიკური დიალოგის ფასილიტატორებმა. განცხადებაში ნათქვამია, რომ რვა მარტის შეთანხმება იყო პოლიტიკური პარტიებისა და პარლამენტის წევრთა დიდი უმრავლესობის მიერ მიღწეული ისტორიული მნიშვნელობის წარმატება და მისი შესრულება, აუცილებელია.
ფასილიტატორმა ელჩებმა კენჭისყრაში მონაწილეობისკენ შეთანხმების ყველა მონაწილეს მოუწოდეს.
მასალის გამოყენების პირობები






