ზუგდიდში ქალაქის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით იმსჯელებენ
საზოგადოება - 11:52, 13 Nov, 2013     1831

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო თვითმმართველობის კოდექსს 13 ნოემბერს, ზუგდიდელებს წარუდგენს და დაგეგმილ სიახლეებს მათთან ერთად განიხილავს.

 

შეხვედრა ზუგდიდის თეატრში 13 საათზე დაიწყება და მასში რეგიონული განვითარების მინისტრი დავით ნარმანია, მინისტრის პირველი მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი, მთავრობის კანცელარიის რეგიონებსა და თვითმმართველობებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი მელაშვილი, ადგილობრივი ხელისუფლებისა და ზუგდიდის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.

 

ზუგდიდი ერთ-ერთი ის ქალაქია, რომელსაც, რეფორმის შედეგად, თვითმმართველი ქალაქის სტატუსი მიენიჭება, მიეცემა უფლებამოსილებები და ექნება საკუთარი ბიუჯეტი, რომელიც მთლიანად ქალაქის განვითარებას მოხმარდება. აღსანიშნავია, რომ ზუგდიდისთვის ქალაქის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით ზუგდიდელებმა რამდენიმე ათასი ხელმოწერაც შეაგროვეს.

 

შეხვედრაზე, ასევე, ყურადღება გამახვილდება თემებში თვითმმართველობის განხორციელების საკითხებზეც. როგორც ცნობილია, თვითმმართველობის კოდექსის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქების მიმდებარე სოფლებისგან ჩამოყალიბდება თემები, რომლის ბაზაზეც ფორმირდება მუნიციპალიტეტები. თვითმმართველი ერთეულების (ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების) მმართველი რგოლები იქნება არჩევითი. ასევე, განისაზღვრა ფისკალური დეცენტრალიზაციის გრძელვადიანი ხედვა, რაც თვითმმართველობებს მეტ ფინანსურ რესურსს გაუჩენს.

 

თვითმმართველობის კოდექსი საქართველოს მთავრობამ 30 ოქტომბრის სხდომაზე დაამტკიცა, ხოლო პარლამენტის ბიურომ პროექტი დღევანდელ სხდომაზე პლენარული სხდომების დღის წესრიგში შეიტანა. მის საკომიტეტო განხილვებს საქართველოს პარლამენტი უახლოეს მომავალში დაიწყებს. 





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42