საქართველოში ოპოზიციურ პარტიებსა და ხელისუფლებას შორის გაფორმებული 8 მარტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები არ სრულდება- ამის შესახებ ანდრიუს კუბილიუსმა ისაუბრა ევროკავშირის პარტნიორი სახელმწიფოების მიერ გამართულ ვიდეოკონფერენციაზე.
კუბილიუსმა საუბრის დროს ყურადღება გაამახვილა საქართველოს ხელისუფლების მიერ სრულად მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემის აქცენტებზე, რომელსაც მისი თქმით, ქართული ოცნება ოპოზიის წინააღმდეგ იყენებს.
„ვცდილობ, საქართველოს ხელისუფლება 8 მარტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობაში დავარწმუნო, ასევე პოლიტიკური პატიმრების გათავისფულებაში, რომელიც მხოლოდ ნაწილობრივ შესრულდა- სრულად მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა რეფორმების გასატარებლად გარკვეულწილად მისაღებია, თუმცა ხშირ შემთხვევაში მას ცდუნება ახლავს, რომელსაც მას მთავრობა ოპოზიციის წინააღმდეგ ბრძოლასა და პოლარიზაციის გაღრმავებაში იყენებს- ეს კი დემოკრატიის პრინციპებს ეწინააღმდეგება“ - აცხადებს ანდრიუს კუბილიუსი.
მასალის გამოყენების პირობები






